პოლიტიკოსი ოთო კახიძე დაქორწინდა. მისი რჩეული ნანუკა მიქელაძეა. ახალდაქორწინებულებმა ხელისმოწერის ცერემონიალის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში 15 ოქტომბერს გამოაქვეყნეს.
ნანუკა მიქელაძე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომელია. ოთო კახიძის საყვარელი ქალი თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.






