სპეციალისტების პროგნოზი გამართლდა და შემოდგომით კორონავირუსს მიმდინარე, სეზონური ვირუსიც დაემატა. ამ ინფექციების გარჩევა სპეციალური ტესტირების გარეშე თითქმის შეუძლებელია, რადგან სიმპტომები იდენტურია.
იუმორისტი თამარ ლეკვეიშვილი სწორედ ამ თემას ეხმაურება და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„რამდენიმე დღის წინ, სანამ პისიარ-ტესტის პასუხი არ მომივიდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ კოვიდი მქონდა. პასუხი უარყოფითი მოვიდა, თუმცა, ძალიან ცუდი სეზონური ვირუსია ხველებით, ცემინებით, რინიტით და სიცხით. ფრთხილად იყავით“, – წერს ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓







