მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ გია სურამელაშვილის ვაჟი ნუგო ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გია სურამელაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ვაჟი ქურდული სამყაროს წევრი არ არის და ის უბრალოდ ჩხუბს შეესწრო, რის გამოც დააკავეს და გაათავისუფლეს.
ამ ამბავთან დაკავშირებით, ჟურნალ „თბილისელებს“ ინტერვიუ მისცა მომღერლის ვაჟმა და რძალმა სოფო სურამელაშვილმა.
ნუგა სურამელაშვილი: ამ ამბავმა ჩემზე და ჩემს ოჯახზე ძალიან იმოქმედა. ტელევიზიამ ეს ყველაფერი ამობრუნებულად გააშუქა. ვფიქრობ ხშირად უხეშად ერევიან ჩემს ცხოვრებაში და ეს არ მომწონს. ჩემთან შეთანხმების გარეშე სიუჟეტის მომზადება არასასიამოვნოა.
სოფო სურამელაშვილი: რეალურად, ჩვენ საბუთების თემაზე გვაქვს სასამართლო საფრანგეთში. გიამ იცოდა პროცესი გვქონდა, მაგრამ დეტალები არა.
ჟურნალისტები მოულოდნელად დაადგნენ თავს და გიამაც უთხრა, რომ 19 აპრილს გვექნებოდა სასამართლო. თუმცა იქ არ გაჟღერებულა სინამსინამდვილეში რა სასამართლოზე იყო საუბარი. რეალურად ჩვენ ახლა სხვა სასამართლო გვაქვს და სიუჟეტში სხვა სასამართლოზე იყო საუბარი.
– და ის რა საქმეა? ქურდულ სამყაროზე იყო საუბარი?
– არა, ეს არასწორად გააშუქეს. საფრანგეთს ქურდული სამყარო ნაკლებად აინტერესებს. ნუგას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აქ სხვა თემა იყო. უთანხმოება მოხდა ჩეჩნებს და ქართველებს შორის. ნუგაც იყო ამ ამბის მონაწილე, ამბავს შეესწრო და ამას მოჰყვა სასამართლო.
თუმცა ამის შესახებ არავინ იცოდა და არ ვიცით საიდან ამოქექეს.
დაკავებიდან 24 საათში იყო სასამართლო და ნუგა გამოუშვეს. ასეთ რამეებს ისე განვიცდი, რომ ნუგა ამაზე ჩემთან დეტალურად არ საუბრობს.
– ახლა რა საბუთებთან დაკავშირებით გაქვთ პროცესი, რა უნდა გადაწყდეს ამ პროცესზე?
– როდესაც საფრანგეთში შეგაქვს მოთხოვნა, რომ შენ ბინადრობის მოწმობის მიღება გინდა, გარკვეულ საბუთებს აგროვებ, შეგაქვს პრეფექტურაში და ელოდები პასუხს. დაინიშნება სასამართლო, სადაც მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს ვაკმაყოფილებ თუ არა პირობებს საბუთების მისაღებად.
გია სურამელაშვილის რძალმა და შვილმა, ინტერვიუში იმის შესახებაც ისაუბრეს, როდესაც წლების წინ, სამართალდამცავებმა მომღერლის ვაჟი წვრილმანი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ნუგა: ბებია რომ გარდაიცვალა, მაშინ შემექმნმა პრობლემები ბავშვობაში. მას შემდეგ არანაირი, აქაც როგორც ავღნიშნე, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.
სოფო: მაშინ როცა ნუგა დააკავეს არასრულწოვანი იყო. დეტალები არ ვიცი. რადგან ამ თემაზე საუბარი არ სიამოვნებს. თუმცა როგორც ოჯახისგან მსმენია, ნუგა მაშინდელი რეჟიმის მსხვერპლი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით. ნულოვანი ტოლერანტობის თემა იყო საქართველოში და დააკავეს იმიტომ რომ ციხეებს ავსებდნენ.
მაშინაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ქურდულ სამყაროსთან. მაგრამ საქმეში ჩაუწერეს, რომ წვრილმანი ქურდობა იყო. მაშინ ნუგამ არ მოაწერა ხელი შეწყალების აქტს. სამი წელი მიესაჯა და ის სასჯელი პირნათლად მოიხადა, მიუხედავად იმისა, რომ უდანაშაულო იყო.