ბრიტანელი ჟურალისტი, “ვოგის” რედაქტორი ანა ვინტური 20 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ქმარს შელბი ბრაიანს დაშორდა. წყვილი ქორწინებაში 16 წლის მანძილზე იმყოფებოდა. ინფორმაციას ბრაიანის და ვინტურის წყვილის დაშორების შესახებ გამოცემა PageSix ინსაიდერებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა ასევე წერს, რომ შელბი ბრაიანი ყოფილ ცოლს დაუბრუნდა, თუმცა უცნობია მართალია თუ არა ეს ამბავი.
მსგავსი ინფორმაცია ადრეც გავრცელდა, თუმცა მაშინ ეს ამბავი არ დადასტურდა და გაირკვა, რომ შელბი ბრაიანს ყოფილ ცოლთან, მხოლოდ ბავშვების გამო უწევდა ურთიერთობა.
შეგახსენებთ, კარანტინის პერიოდი, ანა ვინტურმა და შელბი ბრაიანმა ერთმანეთისგან შორს გაატარეს. ვინტურის ქმარი მშობლიურ ტეხასში დაბრუნდა.
წყვილს საერთო შვილები არ ჰყავს.







