მომღერალი მირანდა მირიანაშვილი, რომელიც საქართველოში რუს ჟურნალისტს ვლადიმირ პოზნერს მასპინძლობდა და დღეს ქვეყნიდან მასთან ერთად გაფრინდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა. მიყვარს ჩემი ხალხი. ისინიც ვინც მლანძღავს. არ მიცნობს, მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს ლაფი დაგვასხას მე, ჩემ ოჯახს, სტუმრებს, გეფიცებით ესაა რასაც ამ წუთს განვიცდი!.. ვიცი დღეის დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს.
მირანდა მირიანაშვილის მეგობრებს შორის ბევრი ცნობილი სახეა საქართველოში, მათ შორის, მაკა ასათიანი, მარინა ბერიძე, ეკა ნიჟარაძე, თეა გობეჯიშვილი, დათო ევგენიძე და სხვები. როდესაც მირანდა მირიანაშვილმა 2018 წელს პარიზში, ერთ-ერთ ცნობილ თეატრში, სოლოკონცერტი გამართა, მას ქართული და რუსული ელიტის წევრები სტუმრობდნენ და აპლოდისმენტებით ანებივრებდნენ…
მირანდა მირიანაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობის, ზაალ ჩიქობავას პირველი მეუღლე გახლდათ.













