მსახიობმა ეკა ჩხეიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით, შეგვატყობინა, რომ “თურმე სერიოზულად “ჩალიჩობენ” და ტელევიზიებში ბლოკავენ.
“არა მარტო სერიალებში, გადაცემებშიც…
“ცუდსა რად უნდა მტერობაო”- მე ეს არ მამშვიდებს. უკვე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და ძალიანაც მწყინს… თუმცა თქვენნაირები იმარჯვებენ, ფაქტია! გილოცავთ” – წერს მსახიობი “ფეისბუქზე”.
“პრაიმტაიმი” ეკას დაუკავშირდა და ამ თემაზე უსაუბრა. მსახიობმა კონკრეტიკისგან თავი შორს დაიჭირა, თუმცა გულის ტკივილი გაგვანდო და პანდემიის დროს გაკეთებული დასკვნებიც გაამხილა.
ეკა ჩხეიძე: – ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, თავი ვერ შევიკავე და ამიტომ დავპოსტე. ალბათ, არც იქ უნდა დამეწერა. ჩავლილი ამბავია, დასრულდა იმ სერიალის გადაღება და სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ თითქოს მე ვთქვი უარი როლზე და ამ სერიალში მონაწილეობაზე. ახალი ამბავი რომ ყოფილიყო, თავს ვერ შევიკავებდი. ზოგადად, გადაცემებზეც ასეა, აღმოვაჩინე. მებრძვის ვიღაცა ერთია თუ რამდენი არიან, არ ვიცი, მაგრამ ისეთ რამეებს ვიგებ და ვარკვევ, ვისგანაც არ ველოდი და სრულიად გაოგნებული ვარ. ჯერ გამიკვირდა და ვერ დავიჯერე, ახლა შეურაცხყოფილი ვარ. გაგრძელება…












