რეჟისორ ბაკურ ბაკურაძის ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ჩვენი ინფორმაციით, დაინფიცირებულია ოჯახის მცირეწლოვანი წევრიც, თუმცა ის თავს კარგად გრძნობს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბაკურ ბაკურაძე ოჯახთან ერთად არ ცხოვრობს და მათთან მხოლოდ დისტანციური კომუნიკაცია ჰქონდა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად, “პრაიმამბები” ბაკურ ბაკურაძეს დაუკავშირდა.
– ნამდვილად დაუდასტურდათ კორონავირუსი ჩემი ოჯახის წევრებს, მაგრამ კარგად არის ყველა, მცირეწლოვანი ბავშვიც არის დაინფიცირებული. საშიში არაფერი არ არის, კარგად არიან, არანაირი გართულება არ აქვთ. ამაზე დიდად საუბარი არ მინდა.







