ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ვაჟი ბერუკა ათი თვის არის. მშობლები ყოველი თვის იმ რიცხვში, როდესაც ვაჟი შეეძინათ, პატარა ბიჭუნას ახალ ფოტოს აქვეყნებენ და წერენ რამდენი თვის გახდა.

გუშინ ბერამ და ნანუკამ ინსტაგრამის პირად გვერდზე, პატარა ბიჭუნას ახალი ფოტოები გაავრცელეს. ფოტოებზე მისი პირველი ნაბიჯებია ასახული.
“დღეს ჩემმა შვილმა დამოუკიდებლად დაიწყო სიარული” – წერს ფოტოებზე ბერა ივანიშვილი.


ბერა და ნანუკა მშობლები გასული წლის 29 ნოემბერს გახდნენ. ნანუკა გუდავაძემ საჩხერეში იმშობიარა.









