მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილის ცოლი, ხათუნა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს იმის შესახებ, რომ ვიღაც მისი ფოტოთი და ყალბი გვერდით, ბავშვის დახმარების მიზნით, ხალხს ანგარიშზე თანხებს არიცხინებს.
მალხაზ ქვრივიშვილი: – მე ჩამომაჭრა ფოტოზე, ეტყობა, არ ვევასები.
ხათუნა ფეიქრიშვილი: – SOS! მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო. ვიღაც თაღლითი, რომელსაც ჩემი ფოტო უდევს პროფილზე, ხალხს არიცხინებს ანგარიშზე თანხებს, ვითომ ბავშვის დახმარების მიზნით.
გთხოვთ გადააზიაროთ, ვინმე შეცდომაში არ შევიდეს.
მე, ჩემის მხრივ, ყველანაირ ზომას მივმართავ! ვერ შევდივარ მის საიტზე. სავარაუდოდ, დაბლოკილი ვარ. მიმღები არის მარიანა საყვარელიძე და ელენე საყვარელიძე.