ბოლო დროს ინტერნეტში სულ უფრო დიდ პოპულარობას იძენს ჟურნალისტების სოსო კავკავიშვილის და გურამ არუთინაშვილის დუეტი, რომლებსაც საზოგადოება სხვა სამყაროს წევრებს ეძახის, მათ კი გადაწყვიტეს მუსიკალური დუეტის შექმნა, სახელწოდებით “პარალელური სამყარო” და მაყურებელს საახალწლო ვიდეორგოლი წარუდგინეს.
ვიდეორგოლი გამოჩენისთანავე ძალიან პოპულარული გახდა და ასიათასობით ნახვა დააგროვა.
როგორ შეიქმნა “პარალელური სამყარო” ამის თაობაზე “პრაიმამბებს” სოსო კავკავიშვილი ესაუბრა.
– ვინაიდან ჩვენ ამ ბოლო დროს პარალერული სამყაროს წარმომადგენლებს გვეძახიან, საახალწლო სიმღერის ჩაწერის იდეა გამიჩნდა, რომელიც პარალელურ სამყაროზე და ამავდროულად პანდემიაზე იქნებოდა.
ამასწინათ ცნობილმა პროდუსერმა ნოე სულაბერიძემ, მე, ხატია წერეთელს, გურამ არუთინაშვილს და გია სურამელაშვილს “სიცრუის დეტექტორში” სტუმრობისას გვითხრა, თქვენ პანდემია არ გეხებათ, პარალელური სამყაროდან ხართ, გვახალისებთო.
ჩვენს კლიპში ასევე გადაღებულია მსახიობი ნინო ადამაშვილი. სცენარის მიხედვით, მე და გურამი, როგორც სანტები, პარალელური სამყაროდან შემთხვევით მოვხვდებით საქართველოში, სადაც პირველად ვხედავთ ქალს და გვიხარია.
ჩემი წარმოდგენით სანტები ვაჟიშვილები და უბიწოები არიან. თუმცა არის ფილმები, სადაც სანტები დონ-ჟუანებად გამოჰყავთ, რაც ჩემთვის მიუღებელია. რადგან სანტა ბავშვებთან ასოცირდება.





