ფოტოხელოვანი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“არასოდეს დამიწერია მსგავსი , რამ.
ყოველთვის ვცდილობდი ჩემით მომეგვარებინა ესეთი ამბები.
მაგრამ დღეს… ჩემმა უახლოესმა მეგობარმა დამირეკა და გულისგასახეთქი დიალოგი გვქონდა..
ორი შვილის დედაა, აქტიური, ცოცხალი, ლამაზი, გონიერი.
ისტერიულად ტიროდა და ვერ ვაჩერებდი მართლა.
პანდემიის მერე საშინლად გაუჭირდა.
დაიხურა მისი სამსახური.
გაყიდა ყველაფერი , რაც შეეძლო.
8 თვეა ჩუმად ვარ და არავის ვაწუხებ, მაგრამ უკვე იმის ფულიც აღარ მაქვს რომ დენი გადავიხადო და ბავშვები დავაპუროო.
ეს გოგო არის ძალიან გამოცდილი, ბევრ პრესტიჟულ კომპანიებში ნამუშევარი.
წესიერი, კულტურული, განათლებული.
მიჭირს ამის დაწერა , მაგრამ ადამიანი არის უკიდურეს გასაჭირში.
ვინაობის დაწერა არ მინდა საჯაროდ, თუ ვინმეს გაქვთ საშუალება რომ მუშაობა დააწყებინოთ, ინ ბოქს მომწერეთ და მის საკმაოდ შთამბეჭდავ სივს გამოგიგზავნით.
ეხერხება კომუნიკაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, კულინარია, მენეჯმენტი.
თავს ვდებ არ ინანებთ.
საოცრად წესიერი, თავდაუზოგავი კადრია.
დავეხმაროთ რა.იქნებ გადააშეაროთ ეს პოსტი და ადრესატამდე მივიდეს.
იქნებ გაუმართლოს ჩვენი ძალისხმევით.
მადლობა”-წერს ნაკანი.






