„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცნობილი მსახიობი თამარ მაყაშვილია.
ის საპარლამენტო არჩევნებში საკანონმდებლო ორგანოს მანდატისათვის დამოუკიდებლად იბრძოლებს. ამბობს, რომ პარტიაზე, დაფინანსებულ პიარკამპანიებსა და დამფინანსებლების მოძიებაზე უარი თქვა.
გადაწყვეტილება ერთი მიზეზით მიიღო – ის შეეცდება დაამსხვრიოს სტერეოტიპი, არჩევნებს ფული იგებს. აცხადებს, რომ „მისი პარტია“ თავისი უბანია და სჯერა, რომ საბურთალოელები ღირებულებებზე გააკეთებენ არჩევანს.
52 წლის ვარ, უბნისთვის სასიკეთო ცვლილებებს ვერ ვხედავ, ერთიდაიგივე პოლიტიკოსები მხოლოდ ჩემთან ერთად ბერდებიან და ეს წრე უნდა გაირღვესო, ამბობს „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„საბურთალოზე, ჩემს უბანში კენჭს 61 ნომრით პარტიების უპარტიოდ, დამოუკიდებლად ვიყრი. მჯერა, რომ დავამსხვრევ სტერეოტიპს – თითქოს არჩევნებს ფული იგებს. მე ამისი არ მჯერა. ნახავს ყველა, რომ იმით გამოვალ, რითიც შევალ, მთავარი პრინციპულობაა.
მოვდივარ უფულოდ და უპარტიოდ. მოვდივარ გულწრფელი ადამიანებისთვის, ვინც რეალურად მზად არიან ცვლილებებისთვის. ყოველგვარ დაფინანსებულ საარჩევნო კამპანიაზე უარს ვამბობ. საბურთალოელები აქცენტს ფულზე კი არა, ღირებულებებზე აკეთებენ.
არ მოვადუნებ არც მოსახლეობას და არც ხელისუფლებას. საბურთალოელები აქტიურად ჩაერთვებიან უბნისთვის საჭირო საქმეების გაკეთებაში, მთავრობას კი აუცილებლად მოუწევს მათზე ზრუნვა, რადგან არ მოვადუნებ!
ჩემს კარს ექნება წარწერა: სულ მცალია. ამ პრინციპით ვცხოვრობ. პოლიტიკოსებს რატომღაც წინასაარჩევნოდ ახსენდებათ მოსახლეობა, მათთან შეხვედრები და საუბარი, ოფიციალური წარდგენები, პარტიული აქტივის თანხლებით კარდაკარ სიარული, მერე უზარმაზარი ბანერებისთვის ე.წ. ლაითბოქსების ქირაობა, ათასობით ფლაერის ბეჭდვა-დარიგება და თითოეულ კუთხე-კუნჭულში პლაკატების გაკვრა სერიოზული გამომეტყველებით, მჭახე ფონზე სოლიდური კოსტიუმებით… 3 წელი და 10 თვე ყველას ვავიწყდებით ჩვენი პრობლემებიანად. მერე, ისევ ეს კამპანიად წოდებული სირბილი და ფოტოსესიები იწყება.
მე ამ სტილით არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას, უარი ვთქვი ფლაერების დაბეჭდვაზე და აქამდე აპრობირებულ აქტივობებზე. მხოლოდ პროტოკოლის გამო, მიწევს პლაკატის დაბეჭდვა და სულ რამდენიმე პლაკატით შემოვიფარგლები. გაგრძელება






