17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ლგბტ+ ადამიანები, თემის აქტივისტები და მხარდამჭერები საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებენ თანასწორუფლებიანობის მნიშვნელობას და მათ სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.
ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობილმა ქართველმა პიანისტმა და რეიტინგული გადაცემა “სთორის” წამყვანმა თათია შარანგიამ, გადაცემაში სტუმრად ფეხბურთელი გურამ კაშია მიიწვია და ლგბტ სამკლაური თავადაც მოირგო.

“ყველას გვახსოვს თუ რა რეაქცია მოყვა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან გურამ კაშიას მხარდაჭერას თანასწორობის იდეის მიმართ.
მე კი ამ ჟესტით, რაც გულისხმობს სამკლაურის გაკეთებას მასთან ინტერვიუს დროს მინდოდა გამომეხატა მხარდაჭერა გურამის მიმართ და ასევე დამეფიქსირებინა, რომ ჩემთვის მიუღებელია უმცირესობების ჩაგვრა და ზოგადად ყველა ტიპის ძალადობა” – განაცხადა თათია შარანგიამ ჩვენთან საუბრისას.
ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ლგბტ პირების მხარდასაჭერი სამკლაური 2017 წელს მოირგო, რის გამოც ის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, თუმცა ფეხბურთელი ამ გადაწყვეტილებას არ ნანობს.







