ნინი შერმადინი, გარდაცვლილ დედას, “ფეისბუქზე” დაბადების დღეს ულოცავს. მომღერალმა შარშან ორივე მშობელი დაკარგა. მამა გაზაფხულზე, მძიმე სენმა იმსხვერპლა, დედა დეკემბერში – კოვიდ-19-მა.
ნინი შერმადინი: – დე, გილოცავ დაბადების დღეს. ჩემთვის სულ 70 წლის ყველაზე ლამაზი, კეთილი და ფაფუკი დედიკო ხარ.
მომენატრე ძალიან. ბევრნი ხართ მანდ და არ მოიწყენ, ვიცი. ნოდარიკო მომიკითხე და კარლო . იქნება დამესიზმრო, როგორ ხართ მანდ.
ძალიან მიყვარხართ. ვერ ვიტყვი რომ თქვენთან მინდა. ჯერ, ალბათ, ძალიან ადრეა. მაგრამ აუცილებლად შევხვდებით მანდ, სადაც მარადისობაა და სადაც სულ სიყვარულია.






