“ჩემი ცოლის დაქალებში” მატებაა, სერიალის მსახიობმა ბუბა მირცხულავამ, იგივე ბაქარ ორჯონიკიძემ იქორწინა.
ბუბას რჩეული უმშვენიერესი გოგონა სოფო ანდღულაძეა. წყვილმა იუსტიციის სახლში მოაწერა ხელი და ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებები შეჩერებულია და არავინ იცის როდის განახლდება.









