უკვე ცნობილია როდის ჩატარდება კანის ფესტივალი, რომელიც მაისში კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა. ორგანიზატორების განცხადებით, კინოფესტივალი წელს 27-29 ოქტომბერს გაიმართება.
ჟიურის შემადგენლობა ამ დრომდე უცნობია. კანის ფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი”.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი ამ პრესტიჟული ფესტივალის პროგრამაში ხვდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები” წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეთა” სექციაში „რეჟისორთა ორკვირეული” აჩვენეს.
შეგახსენებთ, “დასაწყისში” შესრულებული ქალის საუკეთესო როლისთვის ია სუხიტაშვილს სან სებასტიანის ფესტივალზე პრიზი გადაეცა.






