ბათუმის დელფინარიუმში კვლავ მატებაა. დელფინი ცუცა უკვე ორი შვილის დედაა. დელფინარიუმის ისტორიაში ეს უკვე მეთერთმეტე ახალშობილია.
„დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. ახალშობილი აქტიურად დაცურავს აუზში დედასთან ახლოს. ცნობისთვის, უფროსი ვაჟი გურუ, ცუცამ 3 წლის წინ იმშობიარა. „პატარას სულმოუთმენლად ველოდით. იგი 5 ოქტომბერს დაიბადა, მანამდე დედა 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა“ – აცხადებენ დელფინარიუმის მწვრთნელები.






