მსახიობი ასმათ ტყაბლაძე 25 თებერვალს 77 წლის გახდა. ასაკი რომ არ ეტყობა, ამას ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, თვითონაც აღნიშნავს. გენისა და ჯიშის ბრალიაო, ამბობს. იმისთვის, რომ ასაკში მხნედ და ყოჩაღად გამოვიყურებოდეთ, იუბილარი რჩევას გვაძლევს.
ასმათ ტყაბლაძე: – მე მიყვარს ჩემი დაბადების დღე. ბავშვობიდან სულ იმის სურვილი მქონდა, რომ ჩემთვის დაბადების დღე გადაეხადათ. დედა სულ მაფრთხილებდა, ხალხს ნუ შეაწუხებ, იქნებ საჩუქრის მოტანის საშუალება არ აქვთო და ასე შემდეგ. უბრალოდ დაპატიჟე, არაფერი მოიტანონო. ერთხელ გაიშალა სუფრა, მაგრამ არავინ მოუსლა. არავინ დამაპატიჟებინა. რვა წლის ვიქნებოდი. დავიწყე ტირილი, ეს რა დაბადების დღეა, არავინ არ არის-მეთქი. ბოლოს ჩემი და გაუშვეს და დააპატიჟებინეს ხალხი.
წელს ასეთი რამ მოვიფიქრე: საკუთარ დაბადების დღისთვის გამოვუშვი წიგნი სახელწოდებით – “მე ვარ ასმათი” და იქით ვაჩუქე ახლობლებს. გავახარე ჩემი წიგნით. ვინც წაიკითხა, მითხრა, რომ ძალიან ისიამოვნეს. ხომ არ ყიდიო, უამრავმა მკითხა. თუ ასე გაგრძელდა (400 კაცმა კი მომთხოვა უკვე), ტირაჟის დამატებაზე ვიფიქრებ, ცოტა უხერხულია უარის თქმა.
მე მგონი, ნორმალური გამოვიდა. ეს არის ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც ჩემი ოჯახის გარდა, ვყვები და ვიგონებ მეგობრებს, დიდ მსახიობებს, ვერიკოს, სესილიას, სოფიკოს, გია ფერაძეს, ნანული სარაჯიშვილს… ვისთანაც ახლოს ვიყავი და ვარ… კურიოზულ ამბებს ვიხსენებ. ორი თვე ვწერდი, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ გამომრჩენია. ისიც ვიფიქრე, ბროშურის სახით ხომ არ დავამატო-მეთქი. გაგრძელება…