მსახიობი დავით კვირცხალია სოციალურ ქსელში ბიძის გარდაცვალებაზე წერს. მსახიობი 12 წლით უფროს გამზრდელ ბიძას თბილად იხსენებს.
“ის ჩემზე უფროსი იყო თორმეტი წლით. ძმებივით გავიზარდეთ, არასდროს მისთვის ბიძა არ დამიძახია… ბავშვობაში ის ჩემთვის ყველაფერი იყო, უპირველესად იყო მწვრთნელი, რომელმაც მასწავლა ცურვა, თევზაობა, ცხენზე შემსვ. ,მასწავლა ველოსიპედის მართვა. უამრავ დროს ატარებდა ჩემთან, სულ ჩემს თავს იფიცებდა, სანამ შვილები არ გაუჩნდა.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ გამიმართლა, როცა უფალმა ასეთი ბიძა მაჩუქა… უბადლო იუმორის მატარებელი იყო და ჩვენი ურთიერთობაც დღემდე ისე გრძელდებოდა, როგორც შეფიცულების… დღეს კი წავიდა, ყველა დაგვტოვა…
ეჰ, ეტყობა დაიღალა… გითანაგრძობთ ჩემო დებო – ირმა, ნანა და ნინო. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რა იყო მამათქვენი ჩემთვის… თქვენს გვერდით მიგულეთ ყოველთვის” – წერს დავით კვირცხალია “ფეისბუქზე”.












