ნატალია კინგი ორი კვირის წინ მთელმა საქართველომ გაიცნო. სწორედ ის გახლავთ გოგონა, რომელიც ამტკიცებს, რომ “ფრანკო ფონტანაში” შეძენილი ბრილიანტის ბეჭედში ნახშირი აღმოჩნდა.
ნატალია წარმოშობით კახელი გახლავთ, თუმცა კვიპროსში საკუთარ ბიზნესს ფლობს. კერძოდ აქვს რესტორანი, სადაც სტუმრებს ხშირად თავადაც უმასპინძლდება.
ნატალიას სისუსტე ძვირადღირებული სამკაულებია. მის გარდერობში ასევე, შეხვდებით სხვადასხვა წამყვანი ბრენდების სამოსს და ფეხსაცმელს, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს საყვარელი დიზაინერი ანუკი არეშიძეა.
როგორც თავად აღნიშნავს, საზღვარგარეთ ხშირად უწევს მაღალი დონის ბიზნეს-შეხვედრებზე და წვეულებებზე სიარული, სადაც ქართველი დიზაინერის სამოსით თავს აქტიურად იწონებს.

“ძალიან ქალური, ნაზი და ლამაზი კაბები შევიძინე ანუკი არეშიძესთან. საზღვარგარეთაც მეცვა მისი კაბები, რომლებმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა უცხოელებზე.
ნიჭიერი დიზაინერია და ძალიან კარგი ქალი, რომლისთვისაც ოჯახი მნიშვნელოვანია, არასოდეს გამოირჩევა აგრესიულობით. მოსწონს ის, რაც ყველა ქალს უნდა მოსწონდეს და ამას ყველას სთავაზობს. ასევე, მიყვარს დოლჩე გაბანას ფეხსაცმელები.
ასევე, ძალიან მიყვარს იარაღები. Walther PPK მომწონს და მაქვს. სროლა კვიპროსში ვისწავლე, სადაც მეგობრებთან ერთად, სანადიროდ ხშირად დავდიოდი, მაგრამ ვერასდროს ვერაფერს ვკლავდი, ეს არ შემიძლია, ისე კარგად ვისვრი” – განაცხადა მან “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.






