სქოლიოზი და ხერხემლის სხვადასხვა სახის პათოლოგიები თითქმის ყველა ადამიანის პრობლემაა.
ცნობილი ქართველი ექიმი მანუალისტი კირილ ზაიაკინი, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის და სხვა გავლენიანი ადამიანების ოჯახების პირადი მანუალისტი „პრაიმამბებს“ 21-ე საუკუნის მთავარი პრობლემის შესახებ ესაუბრა.
– სქოლიოზი მსოფლიოს პრობლემაა, ბავშვები სკოლაში არასწორად ჯდებიან, სულ სმარტფონებს უყურებენ და ეს ხერხემალზე უფრო ცუდ გავლენას ახდენს. ადრე ბავშვებს ტვირთავდნენ სპორტით, ცეკვით და სხვადასხვა აქტივობებით. ახლა კი ასე ნაკლებად ხდება და ფაქტიურად დაბადებიდან პრობლემა აქვთ პატარებს.
ბავშვი როდესაც დაიბადება პირდაპირ მასაჟისტთან ნუ წაიყვანთ, რაც გავრცელებულია უკვე ჩვენს ქვეყანაში, პატარა უნდა წამოიზარდოს, ჩამოყალიბდეს, სხვისი მითითების გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს მისი ძვლები და სწორედ ამის შემდეგ არის რეკომენდირებული მისი მასაჟისტთან მიყვანა.
ერთ მარტივ რჩევას მივცემ მშობლებს: როცა პატარას აბანავებს დედა, ხერხემალს უნდა გააყოლოს ხელი და თუ შეატყო, რომ არასწორად ვითარდება, ამის შემდეგ უნდა მიიყვანოს სპეციალისტთან.
ბავშვის საუკეთესო მასაჟისტი არის დედა. თუ დიდი ტრავმით ან სხვადასხვა სახის გართულებებით არ დაიბადა პატარა, მისი მიყვანა მანუალიასტთან 4 წლამდე რეკომენდირებული არ არის.
ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე, ბავშვს გარდატეხის ასაკში მივაქციოთ ყურადღება, რადგან სქოლიოზი სწორედ ამ დროს იჩენს თავს.
ამ მხრივ განსაკუთრებით ყურადსაღებია გოგონების მდგომარეობა, რადგან თუ ქალს ხერხემალზე პრობლემა აქვს, შესაძლოა შვილის გაჩენაში შეეშალოს ხელი.
– რა ასაკშია დაგვიანებული ექიმ-მანუალისტთან მისვლა?
– პრინციპში გვიანი არასდროს არაა. ახლა მყავს პაციენტი, რომელსაც ოსტეოპოროზი ჰქონდა, მათ შუშის ადამიანებს ეძახიან, მაგრამ პრობლემის მოგვარება პროესიონალი მასაჟისტით შესაძლებელია. სპეციალური კუნთების ვარჯიშია ამ დროს საჭირო და არა ხერხემლის მასაჟი. მანუალურ თერაპიაში არის ორი განხრა რთული თერაპია და პოსტ იზომეტრიული რელაქს მასაჟი. ოსტეოქონდროზის დროს მსუბუქი მასაჟი არაა რეკომენდირებული.
– რა არის სქოლიოზის და ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგიების გამომწვევი მთავარი მიზეზები?
– ლოგინის პრობლემა, სკოლის პრობლემა, ან სამსახურის, ასევე მაღალი წონა. თუ ზედმეტი წონა აქვს ადამიანს, ზურგსაც პრობლემა ექმნება.
– არსებობს თუ არა გასახდომი მასაჟები?
– გასახდომი მასაჟები არ არსებობს, არის ანტიცეცლულიტური მასაჟი რომელიც ფორმას აყალიბებს.
თუ ადამიანს სურს, სწრაფად ჩადგეს ფორმაში, სამი დღე მიირთვას მხოლოდ არაჟანი, ასევე კუჭის მოქმედების წამალი, რადგან არავინ იცის რეალურად რას მივირთმევთ და ორგანიზმის გაწმენდა აუცილებელია.
რეკომენდირებულია ერთი და იგივე საკვების მიღება, დღეში ხუთჯერ, მცირე ულუფებით.






