Friday, May 1, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ყველანაირ ქარცეცხლში გაატარა ცხოვრებამ” – დიდი მწუხარება ქრისტინე იმედაძის ოჯახში

PRIMEAMBEBI.GE by PRIMEAMBEBI.GE
December 10, 2020
in კვირის TOP 5, მთავარი ამბავი., სიახლეები
0
“ყველანაირ ქარცეცხლში გაატარა ცხოვრებამ” – დიდი მწუხარება ქრისტინე იმედაძის ოჯახში
161
SHARES
894
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

მომღერალის და ტელეწამყვანის ქრისტინე იმედაძის ოჯახი განსაცდელშია.

იმედაძის ბაბუა გულის შეტევით გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

გარდაცვლილ ბაბუას ქრისტინემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა.

“ყველაზე ტკბილი, თბილი, ყურადღებიანი, კეთილი, უკიდეგანოდ მამაცი, ძალიან მართალი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ძლიერი, გემოვნებიანი, დახვეწილი, კოპწია, თავდაჯერებული, შემდგარი, წარმატებული, ძალიან თანამედროვე, ყველაფერში ზომიერი და შესაბამისი, საშინლად კარგი მამა და კიდევ უფრო საშინლად კარგი ბაბუ იყო ჩემი რამაზი!

ტრადიციულობისა და თანამედროვეობის უცნაური სინთეზი იყო ეს ჩემი ბაბუ… დროს უსწრებდა ყველაფერში… ყველასთან და ყველაფერთან მათემატიკური სიზუსტის იყო საქციელსა თუ დამოკიდებულებაში…

მისთვის ყველა მიუღებელ ქმედებას ყველაზე დიდი გაგებით ეკიდებოდა და ამაზე ახლა გული მეხლიჩება… ყველანაირ ქარცეცხლში გაატარა ცხოვრებამ… ყველანაირ განსაცდელს ძალიან ღირსეულად ხვდებოდა…
სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე იმდენჯერ გაიარა უკვე მივეჩვიე,რომ სულ ჩემი ბიჭი უგებს
ახლაც მეგონა უგებდა…

სულ ბიჭი იყო… ბოლო წუთამდე ახალგაზრდა.
უბრალოდ სტატუსი ქონდა – ბაბუ
ყველას ქრაში.
ჩემი ოჯახის მთავარი ბიჭი, ყველაზე მამაცი ბიჭი, ნამდვილი რაინდი, ჩემი ბეისბოლისტი … ყველას მამა და ყველას ბაბუ …
-თუ მომკლავს გული იქნება, სხვა ვერაფერი მომერევაო…
ბოლო გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით,როგორც მას შეეფერება ისე გაიარა…
მიდიოდა და არავის არ გვიყურებდა… უკვე ვიცი რატომაც… თვითონ მაშინვე იცოდა…

ამ დღის მთელი ცხოვრება მეშინოდა… იმ დღის როცა ჩემი ბაბუს გულის დრო ამოიწურებოდა…
დაახლოებით 25 წლიან არათანაბარ ბრძოლაში პირველად დაამარცხა გულმა… გულმა რომელიც ფაქტიურად მისი აღარც იყო…

სიცოცხლის მიმართ სიყვარულით და სიცოცხლისთვის ბრძოლის უნარით მაოცებდა მუდამ… საყვარელი საქმის კეთების წყურვილით,თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლით,ქართული სპორტის განვითარების დაუოკებელი ჟინით…
უმაღლესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით … ამ და სხვა მისი კარგი თვისებებისა და მიღწევების გამო სიამაყეს ვერ ვიტევ ისე მაწვება…

ვზივარ და ვფიქრობ ხვალიდან საქმე როგორ ვაკეთო… სურვილი არაფრის კეთების არ მაქვს… მხოლოდ ბაბუს ფოტოებსა და ვიდეოებს მინდა ვუყურო თავიდან, მერე ისევ თავიდან და ასე ვატრიალო წარსული… ვიხსენებ, ვიხსენებ, ყველაფერს ვიხსენებ… ფილმივით ვუყურებ ჩვენს ურთიერთობას, მოგზაურობებს, შეხვედრებს,მის რჩევებს,ისტორიებს რომლებსაც მიყვებოდა, რა ადამიანურ თვისებებსა და ღირებულებებზე მიმახვილებდა ყურადღებას….

ჩემი სევდიანი სახე არ უყვარს ბაბუს… ხუთშაბათს ეთერში თუ ვერ დამინახავდა სასწრაფოდ რეკავდა…

უცებ მახსენდება თვითონ როგორ იქცეოდა უიმედობის ჟამს… ლოგინად ჩავარდნილი, დასუსტებული რომ წამოფრინდებოდა მოწესრიგდებოდა და გაეშურებოდა სხვა კონტინენზე საქმისთვის… შემოუფრენდა მსოფლიოს…

ალბათ ახლა გასაფრენი აღარსად იყო ამიტომ სხვა მიმართულებით გაფრინდა…

ხვალ ხუთშაბათია…
ეთერში არ ვიქნები ბაბუ “-წერს ქრისტინე.

PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

რატომ გამოაგდეს გიორგი ნაზღაიძე სამჯერ ეკლესიიდან

რატომ გამოაგდეს გიორგი ნაზღაიძე სამჯერ ეკლესიიდან

November 11, 2021
“ეს “მალალეტკები” ორი შაურმით მეტი რომ გაყიდონ, ისეთ სირ…ებს აკეთებენ, რომ…” – ნახეთ, რა იცვლება მოპედების მძღოლებისთვის

“ეს “მალალეტკები” ორი შაურმით მეტი რომ გაყიდონ, ისეთ სირ…ებს აკეთებენ, რომ…” – ნახეთ, რა იცვლება მოპედების მძღოლებისთვის

May 5, 2021
ნაომი კემპბელი 50 წლის ასაკში დედა გახდა

ნაომი კემპბელი 50 წლის ასაკში დედა გახდა

May 18, 2021

არ გამოტოვოთ

ვინ არის თბილისში მცხოვრები, გიორგი ფხაკაძის რჩეული ქალი და აპირებს თუ არა ის დაქორწინებას
მთავარი ამბავი

ვინ არის თბილისში მცხოვრები, გიორგი ფხაკაძის რჩეული ქალი და აპირებს თუ არა ის დაქორწინებას

October 19, 2021
„სიცივე მომენატრა, სითბომ არ გაამართლა“ – შორენა ბეგაშვილი 
Slider 2

„სიცივე მომენატრა, სითბომ არ გაამართლა“ – შორენა ბეგაშვილი 

October 28, 2021
როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ალექსანდრა პაიჭაძე – მოდელის ახალი ფოტოები Instagram-იდან
Slider 3

ალექსანდრა პაიჭაძე კატო კოდუასთან კონფლიქტზე საუბრობს

October 28, 2021
“ოჯახის დანგრევისთვის კი არა, დანგრევის მცდელობისთვისაც დავბლოკავდი კი არა – დავმარხავდი”
მთავარი ამბავი.

“ოჯახის დანგრევისთვის კი არა, დანგრევის მცდელობისთვისაც დავბლოკავდი კი არა – დავმარხავდი”

May 18, 2021
ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი
მთავარი ამბავი

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

November 26, 2021
VIDEO: რამდენია, იდეალური სექსის ხანგრძლივობა… – აი, რას ამბობენ ექიმები
კვირის TOP 5

VIDEO: რამდენია, იდეალური სექსის ხანგრძლივობა… – აი, რას ამბობენ ექიმები

August 21, 2021

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved