არტერიების შევიწროვება, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებებს, ინსულტებს და გულის შეტევებს იწვევს. არ იფიქროთ, რომ ამას, მხოლოდ, ძველი თაობის ადამიანები ექვემდებარებიან:
პირიქით, ათეროსკლეროზის (არტერიების კედლების გასქელება) გავნითარება, შეიძლება ბავშვობაშიც კი დაიწყოს. ბეტა ბლოკატორებისა და ქოლესტერინის შემამცირებელი წამლების გარდა, არსებობს სისხლძარღვების გაწმენდის ბუნებრივი გზები. მონოუჯერი, პოლიუჯერი და ომეგა 3 ცხიმები, E, C, B6 და B12 ვიტამინები, კალიუმი, მაგნიუმი და კალციუმი ხელს უწყობენ გულის ჯანმრთელობას, ამიტომ სასურველია მათი ყოველდღე მიღება – აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა პროდუქტი, რომელშიც ეს ვიტამინები შედის, გემრიელია!
პროდქტები, რომლებიც არტერიების გასასუფთავებლად უნდა მივიღოთ:
ავოკადო – ამ ტროპიკული ხილის სარგებელი უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია: 1996 წელს მექსიკის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევდნენ ავოკადოს, ერთი კვირის განმავლობაში, ქოლესტერინის დონე თითქმის 20% -ით დაეცა.
გარდა ამისა, A, E, C ვიტამინების შემცველობა, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ავოკადო მდიდარია კალიუმით და მაგნიუმით – ჰიპერტენზიის სამკურნალო ძირითადი ელემენტებით. დიეტოლოგი მეგან მადენი ნიუ – იორკიდან გირჩევთ, კარაქის ნაცვლად ავოკადოს თხელი ნაჭრებით მოაწყოთ სენდვიჩები:
ეს ბევრად უფრო ჯანმრთელია სისხლძარღვებისთვის და ასევე ფიგურისთვის, თან უფრო გემრიელია. ჩვენი რეკომენდაციაა – ავოკადოს, კივის და ვაშლის სმუზი.

ნუში უკიდურესად მდიდარია მონოუჯერი ცხიმებით, ვიტამინით E და ბოჭკოებით, ნიგოზი კი ომეგა –ს შეიცავს და შესანიშნავი წყაროა. ამერიკის კარდიოლოგიის ასოციაციის თანახმად, მონოუჯერი ცხიმი დაგეხმარებათ ცუდი ქოლესტერინის შემცირებაში. თან იქონიეთ ერთი მუჭა კაკალი და შუადღისას შეცვალეთ კრეკერებით.
ორაგული (ან სხვა ცხიმიანი თევზი) – ცხიმიანი თევზი (სკუმბრია, ქაშაყი, თინუსი და ორაგული) სავსეა ომეგა 3-ით, ამიტომ ამ თევზის კვირაში ორჯერ მიღებამ, შეიძლება შეამციროს გულის დაავადებების რისკი ანთების და ტრიგლიცერიდების დონის შემცირებით, ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს HDL დონის ამაღლებას (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, რომლებიც ითვლება კარგ ქოლესტერინად).
ასპარაგუსი. -ასპარაგუსი(სატაცური) მდიდარია ბოჭკოვანი და K, B1, B2, C და E ვიტამინებით, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას და თრომბის თავიდან აცილებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და გულის შეტევა. ბროკოლი მდიდარია ბოჭკოებით, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ არტერიული წნევის ნორმალიზებას, არამედ სტრესის შემცირებას.
კურკუმა. – კურკუმას მთავარი კომპონენტი, კურკუმინი, არის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალება. კვლევებმა აჩვენა, რომ კურკუმინის მაღალ დონეს შეუძლია შეამციროს არტერიებში ცხიმოვანი დეპოზიტები 25% -ით.
ხურმა. ხურმა შეიცავს ანტიოქსიდანტებს და პოლიფენოლებს, რომლებიც ამცირებენ LDL და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში, რაც ასუფთავებს არტერიებს
![]()
დარიჩინი – ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, ანტიოქსიდანტებით მდიდარი დარიჩინის ერთ კოვზსაც კი შეუძლია შეამციროს ცხიმის რაოდენობა სისხლში, რაც ხელს უშლის არტერიებში ნადების დაგროვებას და მნიშვნელოვნად ამცირებს ცუდი ქოლესტერინის შემცველობას. დარიჩინი მოაყარეთ თქვენს დილის საუზმეს.
მოცვი – გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კალიუმით მდიდარი მოცვი დაგეხმარებათ LDL ქოლესტერინის შემცირებაში და ორგანიზმში კარგი HDL ქოლესტერინის ამაღლებაში, ხოლო რეგულარული მოხმარება, გულის დაავადებების საერთო რისკს 40% -ით ამცირებს.
ყველი – ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში სამ ულუფა უცხიმო რძის პროდუქტს მიირთმევენ, აქვთ დაბალი სისტოლური (რომელსაც გული ავითარებს შეკუმშვისას) წნევა, ვიდრე მათ, ვინც ნაკლებად მიირთმევენ.

საზამთრო – შესანიშნავი საუზმე და არა მხოლოდ დიეტური საკვები, არამედ გულის დაცვაც. ფლორიდას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ 4000 მგ L- ციტრულინით (ამინომჟავა ნაპოვნი საზამთროში) ადამიანებმა შეძლეს წნევის დაწევა, მხოლოდ ექვსი კვირის განმავლობაში – ამინომჟავა ეხმარება ორგანიზმს, აზოტის ოქსიდის წარმოებაში, რომელიც ფართოვდება სისხლძარღვები.
ისპანახი – ისპანახის ერთ პორციას, შეუძლია ჰომოცისტეინის დონის ნორმალიზება – ათეროსკლეროზის ცნობილი რისკფაქტორი.
მარცვლეული – ხსნადი ბოჭკოვანი ნივთიერებები, რომლებიც შეიცავს მთლიან მარცვლეულში, როგორიცაა მთლიანი ხორბლის პური, ყავისფერი ბრინჯი და შვრიის ფაფა, უკავშირებს ქოლესტერინს საკვებს და გამოდევნის მას ორგანიზმიდან.
ლობიო – პროტეინის, ბოჭკოვანი, რკინის და ფოლატის მაღალი შემცველობა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინსულტისა და გულის შეტევის პროფილაქტიკაში.

რა უნდა დაამატოთ საკვებს, არტერიების გასასუფთავებლად: – ზეითუნის ზეთი, ბროწეული, ფორთოხლის წვენი, ყავა, მწვანე ჩაი, სპირულინა.
სპირულინა (წყალმცენარე) აუმჯობესებს გუნება – განწყობილებას, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისაგან, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს წონის კორექციას და სასიცოცხლო ტონუსის ამაღლებას. იცავს ღვიძლს ტოქსინებისგან, ამცირებს სისხლის წნევას, ათავისუფლებს სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან, ამცირებს წყლულოვანი კოლიტის სიმპტომებს.
სპირულინა გამოიყენება ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისთვის (შიდსი, გრიპი, ჰეპრესი, წითელა, ყბაყურა), ალერგიის, ვიტამინო- მინერალური უკმარისობის, ანემიისა და დასუსტებული იმუნიტეტის დროს.






