ვიქტორია ბექჰემი მისაბაძი ქალია, მას აქვს წარმატებული ბიზნესი და ჰყავს მოსიყვარულე ოჯახი, რომლისთვისაც დროს სულ პოულობს.
ჯეისონ კოლერიმ, რომელიც ვიქტორია ბექჰემთან წლების მანძილზე მუშაობდა, დიზიანერის სქელი და მბზივანი თმის საიდუმლო გაამხილა.
ცნობილი სტილისტის თქმით, ვიქტორია ბექჰემის ლამაზი თმის საიდუმლო კოლაგენია.

კოლაგენის წარმოქმნა ადამიანის სხეულში 20 წლის ასაკიდან მცირდება, ამიტომ აუცილებელია სხვადასხვა საშუალებებით ეს დანაკლისი შევივსოთ.
“კოლაგენი ხელს უწყობს უსიცოცხლო თმის გაჯანსაღებას. ასევე აჯანსაღებს თავის ქალას და გაჭაღარავების პროცესსაც კი ამცირებს” – აცხადებს კოლერი.







