მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ზუგდიდში ბანკზე მომხდარი თავდასხმის ინციდენტზე საუბრობს. მსახიობი მიიჩნევს, რომ თავდამსხმელი ჩვეულებრივი მოქალაქე არ იყო, არც შემთხვევით ეცვა სამხედრო ფორმა. რაც შეეხება მის გაშვებას, ტყაბლაძე თვლის, რომ ეს შეცდომა იყო, ის საზღვართან უნდა დაეჭირათ, ან სნაიპერს უნდა დაეჭრა.
ასმათ ტყაბლაძე: – მძარცველი სპეცნაზელი იყო, ასე მგონია. სხვანაირად გამორიცხულია. გამოცდილი სამხედროა. გუშინ რომ ფორმას ჩაიცვამენ და იარაღს დაიჭერენ, ეგეთი არ არის. ამ საქმეში განსწავლულია.
გაჭიმული როგორ დადიოდა, თითქოს მას უნდა დაეჭირა ვინმე. როგორც სპორტსმენს ეტყობა აღნაგობაზე, რომ სპორტსმენია, ისე ეტყობა სამხედრო პირსაც.
მისმა მანერებმა, აღჭურვილობამ და საქციელმა გაყიდა. არ დაილაპარაკა, სხვა ალაპარაკა, რომ ხმა არ დაემახსოვრებინათ და მისი ინდენტიფიცირება არ მომხდარიყო.
და მერე კიდე – აფხაზეთის საზღვართან უნდა ჩასაფრებოდნენ და უნდა დაეჭირათ. უნდა გაეგოთ ვინ არის, საიდან არის?გაგრძელება






