ეთო მიგრიაული Geomodels-ის მოდელია, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან აქტიურად თანამშრომლობს. ეთო უკვე თითქმის ერთი თვეა მილანში იმყოფება, სადაც Fendi, Emilio Pucci, Antonio Marras და სხვა დიზაინერების ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა.

რამდენიმე დღის წინ, Emilio Pucci-ის ოფიციალურ გვერდზე გაზაფხული/ზაფხული 2021 წლის კოლექციის მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოჩნდა. სადაც ქართველი მოდელი ოთხ უცხოელ მოდელთან ერთად იღებს მონაწილეობას.






