ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

გაიგეთ რა გელით – ნოემბრის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

Prime Ambebi - Prime Ambebi
ოქტომბერი 30, 2021
- Slider 3, სიახლეები
0
გაიგეთ რა გელით – ნოემბრის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
364
გაზიარება
2k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

შემოდგომის ბოლო თვეში სიყვარულის პლანეტა ვენერა  თხის რქაშია.  საინტერესოა, როგორი იმოქმედებს ეს ზოდიაქოს ნიშნებზე, გაიგეთ იქნება თუ არა ნოემბერი თქვენთვის ტკბილი.

ვერძი

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

მარტოხელებისთვის: იმდენად დატვირთული ხართ სამსახურის საქმეებით, ვალდებულებებით, რომ მოსაწყენადაც კი არ გცალიათ. ვენერა პრაქტიკულ თხის რქაშია და ახალგაცნობილმა მამაკაცმა შეიძლება თაიგული და კანფეტები კი არა, სამზარეულოს აქსესუარები, ჯამ-ჭურჭელი გაჩუქოთ. 20 ნოემბრის შემდეგ დაელოდეთ ვნებიან პაემნებს.
რჩევა: თქვენნაირ თავქარიან და ვნებიან პარტნიორს კი არა, გააზრებულსა და დინჯს

უნდა ეძებდეთ.
დაწყვილებულებისთვის: უამინდობა და სამსახურის საქმეები მიზეზი არაა, რომ საყვარელ ადამიანს რომანტიკაზე უარი უთხრათ.
რჩევა: ერთად დაგეგმეთ უქმეები, გამორთეთ მობილურები და ისიამოვნეთ გამარტოებით.

კურო

მარტოხელებისთვის: გამოჩნდებიან მამაკაცები, რომელთანაც მარტივად გამონახავთ საერთო ენას და ერთად შეადგენთ სამომავლო გემას. ხანმოკლე ფლირტები კი განწყობის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ.
რჩევა: ადამიანთან კომფორტულად უნდა იგრძნოთ თავი. ნუ დაძაბულობას ან უნდობლობას გრძნობთ, ის თქვენი მამაკაცი არაა.
დაწყვილებულებისთვის: აი, ვისთვისაა ნოემბერი ნამდვილად “ტკბილი”. საყვარელი მამაკაცი რომანტიკით, სიურპრიზებითა და საჩუქრებით აგავსებთ და ერთად ყოფნა არ მოგწყინდებათ.
რჩევა: გამოიწერეთ სიზარმაცის დღეები: მხოლოდ ჭამეთ, გამოიძინეთ, უყურეთ ფილმებს და დატკბით ერთად ყოფნით.

ტყუპი

მარტოხელებისთვის: არასერიოზულად დაწყებული ურთიერთობა ისე შეგცვლით, რომ გათხოვებსაც კი იფიქრებთ. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან.
რჩევა: ნუ შეუშინდებით საკუთარ გრძნობებს. ნუ შეეცდებით დისტანცის დაცვას, საჩუქრებსა და ყურადღებაზე აგრესის გამოვლენას.
დაწყვილებულებისთვის: იმდენად მოგენატრათ შინ ყოფნა, რომ შეიძლება, საყვარელ ადამიანს ვაშლის ღვეზელი გამოუცხოთ, რაფაზე ყვავილები მოაშენოთ ან ახალი ფარდები შეიძინოთ. ერთი სიტყვით, ნოემბერში ბუდის კეთილმოწყობაზე იქნებით ორიენტირებული.
რჩევა: ჰარმონია დაისადგურებს ურთიერთობაში, თუ ფინანსური თემების გამო არ იკამათებთ.

კირჩხიბი

მარტოხელებისთვის: ნაცნობობა და ახალი ურთიერთობის დაწყება შეიძლება არც კი მოგინდეთ. უმჯობესია, საკუთარ თავში, სურვილებში გაერკვეთ.
რჩევა: დამკვირვებლის პოზიცია შეინარჩუნეთ, მაგრამ საკუთარ ნაჭუჭშიც ძალიან ღრმად ნუ ჩაიკეტებით.
დაწყვილებულებისთვის: საინტერესო ცვლილებებისთვის მოემზადეთ – ოჯახური დღესასწაული ან ახალ სამსახურის დაწყება. მთავარია, გაწამაწიაში საყვარელი ადამიანი არ დაივიწყოთ. გამოყავით დრო (თუნდაც საღმოობით), რომ მხოლოდ თქვენ ორნი იყოთ.
რჩევა: თუ გარშემო მყოფებთან კონტაქტი არ მოგწონთ, ცოტა ხნით დააპაუზეთ. ზოგჯერ ადამიანების თვისებებს შორიდან უფრო კარგად ვამჩნევთ.

ლომი

მარტოხელებისთვის: ნუ გაგიკვირდებათ, თუ ყველა ყოფილი ნოემბერში გამოგეცხადებათ. ხანდახან შეიძლება უხერხულ სიტუაციაშიც კი აღმოჩნდეთ. ჩამოწერეთ პაემნების გრაფიკი.
რჩევა: გახსოვდეთ, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალთ. დაემშვიდობეთ წარსულს და შეეგებეთ მომავალს.
დაწყვილებულებისთვის: კარიერა თქვენთვის უმთავრესი გახდა. მუდამ ახალი მწვერვალების დაპყრობაზე ფიქრობთ, საყვარელი ადამიანი კი უსიამოვნო სახით გაკვირდებათ.
რჩევა: კარიერულ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ ვალდებულებების სიაში რომანტიკული პაემნებიც ჩაინიშნეთ.

ქალწული

მარტოხელებისთვის: ახალგაცნობილი სიმპათიას გამოავლენს თქვენ მიმართ და მიხვდებით, რომ ის ისაა, ვისაც ამდენი ხანი ელოდით. თუმცა, მთლად ბრმადაც ნუ ენდობით.
რჩევა: დააკვირდით ახალი თაყვანისმცემლის საქციელს და არა სიტყვებს. სწორედ ის გამოავლენს ადამიანის ნამდვილ სახეს.
დაწყვილებულებისთვის: თვის ჰეშთეგია #ობიექტურობა. დაფიქრდით, ძალიან ბევრს ხომ არ ითხოვთ პარტნიორისგან; ან ძალიან ხომ არ აიდეალებათ?..
რჩევა: გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, დაქალებთან შესახვედრად.

სასწორი

მარტოხელებისთვის: ახლა სტატუსის შეცვლის დრო არაა. ვენერა მკაცრ თხის რქაში რაციონალურობისკენ გიბიძგებთ.
რჩევა: ნუ მოიწყენთ, გამოიყენეთ ეს დრო კარიერული წინსვლისთვის, კეთილდღეობის ახალი ფუნდამენტის ჩასაყრელად.
დაწყვილებულებისთვის: სახლური ურთიერთობები მოგენატრებათ. ოჯახური ვახშამი და კინოსეანსები საყვარელ ადამიანთან ერთად.
რჩევა: გამონახეთ დრო სეირნობისთვის, შეხვდით მეგობრებს, სერიალები და წამოწოლა მოიცდის.

მორიელი

მარტოხელებისთვის: რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ კარგი ბიჭები “დამთავრდნენ”. ამოისუნთქეთ, მომდევნო თვეში პოზიტიური ცვლილებები გელით.
რჩევა: შეიცვალეთ იმიჯი, სამსახური, საცხოვრებელი, დაიწყეთ ახლის შესწავლა.
დაწყვილებულებისთვის: დილით სირბილი, ცურვა, განმავითარებელი კურსები, კარიერული წინსვლა და საყვარელ ადამიანთან ჩახუტება, აი, თქვენი ნოემბრის რეცეპტი.
რჩევა: ვერავინ შეგედრებათ: ძლიერი და მიზანსწრაფული ხართ, გახდით გამარჯვებული.

მშვილდოსანი

მარტოხელებისთვის: ყველა გამვლელ მამაკაცს ეფლირტავებით. ყველას თანხმდებით პაემანზე. ეს გამხიარულებთ, თუ დრო გაგყავთ?..
რჩევა: დაფიქრდით, ვინ არის თქვენი რომანის გმირი. ვინ ჩაიდენს თქვენთვის გმირობას, თუნდაც ღამის ორ საათზე ნაყინის საჭმელად კაფეში წასვლას?..
დაწყვილებულებისთვის: ნებისმიერ უსიამოვნო სიტუაციაში სანამ საყვარელ ადამიანს პასუხს გასცემთ, ათამდე დაითვალეთ. ასე 19 ნოემბრამდე მოიქეცით, მერე კი დაგროვილ პრობლემებს უნდა ებრძოლოთ.
რჩევა: მოერიდეთ ცდებსა და ექსპერიმენტებს – განსაკუთრებით ფინანსურ და სასიყვარულო სფეროებში. რაც უფრო კონსერვატიული იქნებით მით მოიგებთ.

თხის რქა

მარტოხელებისთვის: ვარსკვლავები ყველა სურვილის ასრულებას გპირდებიან. მთავარია, მოინდომოთ. იყავით მეტად რომანტიკული.
რჩევა: თუ ახალგაცნობილი ადამიანი მოგწონთ და ურთიერთობის გასერიოზულებას გთვაზობთ, უარი არ თქვათ.
დაწყვილებულებისთვის: სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანშია და საყვარელ ადამიანს შეიძლება თავიდანაც კი შეაყვაროთ თავი. გამორიცხული არაა, სხვა მამაკაცებსაც რომ შეუყვარდეთ და მეუღლემ ეჭვიანობის სცენები მოგიწყოთ.
რჩევა: შეიყვარეთ საკუთარი თავი, აიმაღლეთ თვითშეფასება, ისწავლეთ კომპლიმენტების მიღება და გაღიმება.

მერწყული

მარტოხელებისთვის: თვის დასწყისში სრულიად გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩნდებით. ნისლი შედარებით გაიფანტება 20 რიცხვიდან. გამოგიჩნდებიან ახალი თაყვანისმცემლები, მიხვდებით, რომ მამაკაცები გაფასებენ.
რჩევა: ახლა გათვლის დრო არაა, იმოქმედეთ ექსპრომტად.
დაწყვილებულებისთვის: ნოემბრის სიცივეს უმჯობესია შინ დაემალოთ. იზრუნეთ თქვენს მეორე ნახევარზე; შექმენით შინ ჰარმონიული გარემო.
რჩევა: ასწავლეთ საყვარელ ადამიანს უსაქმურად ყოფნა, “ღრუბლებში ფრენა” და დატკბით ერთმანეთით.

თევზები

მარტოხელებისთვის: ნამდვილი სიყვარული თქვენ გვერდითაა. მთავარია, არ ააჩქაროთ მოვლენები და ბედს დაელოდოთ. თავად შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა და ოფისშიც კი მდიდრულად ჩაცმულ-დახურულმა იმუშავეთ.
რჩევა: ხანდახან საკუთარ თავსაც უნდა ასიამოვნოთ. მამაკაცები კი ყურადღების გარეშე არ დაგტოვებენ.
დაწყვილებულებისთვის: ამბიციების მოჭარბებას იგრძნობთ. მზად ხართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და მსოფლიოს სამართავად. ვარსკვლავები გირჩევენ, ენერგიის ნაწილი პირადი ცხოვრების გაუმჯობსებისკენ მიმართოთ.
რჩევა: ვინც გარისკა, შამპანური დაიმსახურა. იყიდეთ ლამაზი კაბა, ფეხსაცმელი, დაუთქვით მეუღლეს პაემანი და რომანტიკულ ცეკვაზე გამოიწვიეთ.

Tags: ზოდიაქო
Prime Ambebi

Prime Ambebi

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved