პარასკევი, აპრილი 17, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

განსხვავება ორი ტიპის ყურსასმენს შორის

Prime Ambebi - Prime Ambebi
მაისი 24, 2022
- სიახლეები
0
განსხვავება ორი ტიპის ყურსასმენს შორის
86
გაზიარება
475
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

სადენიანი და უკაბელო ყურსასმენების დებატები უკვე საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება. მაგრამ, როგორც ახალბედას ამ ასპარეზზე,  შეიძლება გაგიჭირდეს გადაწყვეტილების მიღება. მართლაც, სწორი ყურსასმენების არჩევა შეიძლება გამოწვევადაც ჩაითვალოს.

რა თქმა უნდა, უკაბელო ყურსასმენების გამოყენება მაცდურია. მაგრამ უკაბელო ტექნოლოგია ჩვეულებრივ უფრო ძვირია, ვიდრე სადენიანი.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

სადენიანსაც და უსადენო ყურსასმენებს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

ტრადიციული – კაბელიანი:

სადენიანი ყურსასმენები მინიატურიული დინამიკებივით ფუნქციონირებენ. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ადამიანებს მაინც “ძველებური” სადენიანი ყურსასმენები ურჩევნიათ.

სადენიანი ყურსასმენის დადებითი მხარეებია:

  • მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა
  • დაბალი ფასი
  • მისი შეკეთება მარტივია
  • არ სჭირდება დატენა
  • გამოსაყენებლად მარტივია

თუმცა, რა თქმა უნდა, კაბელიან ყურსასმენებს თავისი შეზღუდვებიც აქვს. მაგალითად,

  • არ გვაძლევს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას
  • შეიძლება კაბელი გაწყდეს
  • და შესაძლოა, ყველა მოწყობილობას არ მოერგოს.

კაბელიანი ყურსასმენის ფასი 20 ლარიდან იზრდება. კაბელიანი ყურსასმენების კატალოგი არც თუ ისე ვრცელია, რადგან მათზე მოთხოვნა დღითიდღე კლებულობს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი “სონის” კაბელიანი ყურსასმენია. მისი ყიდვა ყველგან 50 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

თანამედროვე – უსადენო

ტექნოლოგიისა და კომფორტის შერწყმა თანამედროვე მწარმოებლებისთვის პრივილეგიაა. გასაკვირი არ არის, რომ ყველა ტექნოლოგია ნელ-ნელა უკაბელო ხდება. მოწყობილობები, როგორიცაა თამაშის კონტროლერები და ყურსასმენები, ახლა სრულიად უსადენოა.

უკაბელო ყურსასმენები გთავაზობთ მოძრაობის თავისუფლებას. მათთან ერთად შეგიძლიათ კომფორტულად გადაადგილდე. ზოგიერთი უკაბელო ყურსასმენით თქვენი აუდიო წყაროსგან დაშორება  30 მეტრის მანძილზეც კი შეგიძლიათ.

ვინაიდან უკაბელო ყურსასმენებს არ აქვთ დამატებითი მავთულები და კომპონენტები, ისინი უფრო პორტატიული და მსუბუქია. უკაბელო ყურსასმენების კომპაქტური დიზაინის გამო აქტიური ადამიანებისთვის ის საუკეთესო არჩევანია.

უკაბელო ყურსასმენების უმეტესობა ასევე დასაკეცია, რაც აადვილებს მათ შეფუთვას მოგზაურობისთვის ან მარტივი ყოველდღიური გადაადგილებისთვის.

უკაბელო ყურსასმენების ფასი 50 ლარიდან იზრდება. ყველაზე პოპულარული, შედარებით ბიუჯეტური არჩევანია “JBL”-ის უსადენო ყურსასმენი. უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა Marshall-ის ყურსასმენები. მისი ფასი მინიმუმ 500 ლარია.

უარყოფითი მხარეები

უსადენო ყურსასმენები ახლა უფრო დახვეწილია თუმცა, ჯერ კიდევ არის გარკვეული გასაუმჯობესებელი ასპექტები.

  • საჭიროებს დატენას
  • არის უფრო ძვირი
  • მისი შეკეთება ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელიცაა
  • ხშირად აუდიო წყაროსთან დაკავშირების პრობლემაც არსებობს

ასევე, რაც ზოგიერთი ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ხშირად უსადენო ყურსასმენის პრობლემა დაბალი ხარისხის აუდიო სისტემაა. თუმცა, რაც დრო გადის, ეს ტექნოლოგია უფრო და უფრო დახვეწილი ხდება. შესაბამისად, თუ გაქვთ საკმარისი ბიუჯეტი, შეგიძლიათ შეიძინოთ უკაბელო ყურსასმენი, რომელიც ხარისხით „ტრადიციულ,“ სადენიან ყურსასმენს არაფრით ჩამოუვარდება.

და მაინც, კაბელიანი თუ უკაბელო?

ამ კითხვაზე სწორხაზოვანი პასუხი არ არსებობს. იდეალური არჩევანი მაინც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თქვენს ცხოვრების წესზე და იმ აქტივობებზე, რომლებისთვისაც სავარაუდოდ ყურსასმენებს გამოიყენებთ.

 

Tags: ყურსასმენები
Prime Ambebi

Prime Ambebi

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved