კვირა, მაისი 10, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“გიას საჩუქარმა ძალიან გამახარა, მაგრამ ვერ გეტყვით, რა მაჩუქა, პირადულია” – თამრიკო ჭოხონელიძე დაბადების დღის ამბებით

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
იანვარი 20, 2021
- სიახლეები
0
“გიას საჩუქარმა ძალიან გამახარა, მაგრამ ვერ გეტყვით, რა მაჩუქა, პირადულია” – თამრიკო ჭოხონელიძე დაბადების დღის ამბებით
2.7k
გაზიარება
15.2k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

თამრიკო ჭოხონელიძე 18 იანვარს 57 წლის გახდა. ასაკს არ მალავს. ამბობს, რომ 18 და 19 იანვარი მისთვის ძვირფასი რიცხვებია, ნათლისღებას მოინათლა და ამ დღეებით გამოწვეულ მამის სიხარულს, დღემდე იზიარებს…

დების გარდა, დაბადების დღის მისალოცად ორი ბავშვობის მეგობარი ესტუმრა, მაია ჯაბუა და ეკა კახიანი. დეტალებზე იუბილარი თავად გვიამბობს.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

თამრიკო ჭოხონელიძე: – მიუხედავად იმისა, რომ ასაკი მემატება, მაინც შემართული ვხვდები 18 იანვარს. ეს დღე მამაჩემს ისე უხაროდა, რომ მის ამ სიხარულს ვერ ვღალატობ და ამ ტრადიციას ვაგრძელებ. მადლობა მშობლებს, რომ ამქვეყნად მომავლინეს.

ასაკს ვამხელ, როგორ არა? 1964 წელს ვარ დაბადებული. 57 წლის გავხდი. 25-30 წლის ასაკში სრულყოფილად ჩამოვყალიბდი და სამყაროსთან ჩემი დამოკიდებულება, ამ ასაკში განმიმტკიცდა. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა გამოცდილების მიღების გარდა. ბევრი კარგიც და ცუდიც მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ამან, გარკვეულად, მასწავლა ნაბიჯების სხვაგვარად გადადგმა.

წლებს მოაქვს კარგიც და ცუდიც. და იმის გაცნობიერება, რა მალე გადის წლები… და რამდენად მოსაფრთხილებელია ყოველი დღე, საათი და წუთი. ამას ადრე ვერ ვაცნობიერებდი. ახლა ვცდილობ, არ დავკარგო არც ერთი წუთი.

57 რომ შემობრუნდება და 75 წლის რომ გავხდები (თუ ცოცხალი ვიქენი), იმედი მაქვს “პრაიმტაიმი” ისევ თავის სიმაღლეზე იქნება და კიდევ მომილოცავს დაბადების დღეს, აი, მერე უკეთ გეტყვით, რა მოაქვს წლებს.

დედაჩემისთვის დღესაც არ ვარ დაბრძენებული. ფიქრობს, რომ ყველაფერი ისე მიმაქვს გულთან, რომ ჩემს ჯანმრთელობას არ ვუფრთხილდები. ეს არის მისი დიდი სადარდებელი. ჰგონია, რომ ზედმეტად გულუბრყვილო ვარ. ვუმტკიცებ, რომ აღარ ვარ გულუბრყვილო. წლებმა მოიტანა ის, რომ ადამიანების ნდობა დაკარგული მაქვს.  კიდევ იმაზე ნერვიულობს, რომ ამდენჯერ არასამართლიანად განმიკითხეს.

მე კი ვგრძნობ, რომ სიკეთე ასმაგად მიბრუნდება. მადლობა განგებას. ასევე მიბრუნდება სიყვარულიც. ამიტომ ვამბობ, ვერანაირი სიბრიყვე ვერ მომერევა-მეთქი.

– როგორ გაატარეთ დაბადების დღე?

– ისეთი გახარებული ვიყავი ჩემს დაბადების დღეზე, ვერ გეტყვით. გავივსე დადებითი ენერგიით. გამორჩეულად გახარებული, რომ ერთმანეთი ვნახეთ დებმა და ჩემმა 50 წლის მეგობრებმა.

დიდი სიფრთხილით მოვიდნენ ჩემი დები. ეკა კახიანმა და მაია ჯაბუამ ტელეფონით რომ მომილოცეს, მე ვუთხარი, ჩემი დები მოვლენ-მეთქი და მერე, ჩვენ მათგან რითი განვსხვავდებითო, გამომიცხადეს. და ორივე იყო სტუმრად. ინტერნეტით ვკონტაქტობთ, დიდი ხნის უნახავი გვყავდა ერთმანეთი და დიდი მონატრება გვქონდა.

ალბათ, გვაპატიებენ და თავხედობაში არ ჩაგვითვლიან, რომ ერთმანეთი ვნახეთ ამ სიტუაციაში. თუმცა ვციდლობდით, რომ მოვრიდებოდით ერთმანეთს. არ ჩავხუტებივართ. ვერ გეტყვით, ეს ცვლილება რამდენად კარგია. მე ძალიან მიყვარს ჩახუტება.

სუფრასთან მჭერმეტყველებით არ გამოვირჩევი. კაცები თამადობდნენ. ჩვენთან ერთად კოკო, გია და ჩემი სიძე, ზაზა ისხდნენ.

რაც დრო გადის, უფრო მკაფიოდ აფიქსირებ, ვინ არის შენი ახლობელი; როცა წარმატებული ხარ, შვილები წარმატებას მიაღწევენ და ვის გინდა პირველს დაურეკო და ეს სიხარული გაუზიარო. 18-ში ეს ხალხი იჯდა ჩემს სუფრასთან, ვისაც სიხარულს პირველად ვუზიარებ.

ერთი ადამიანი განსაკუთრებით მაკლდა, ქეთი ფირცხალავა, რომლის დაბადების დღე 25 იანვარს მოდის.  “მზიურის” ვარსკვლავგოგონა – “ანტოშკას” რომ მღერის. მან, სამწუხაროდ, შვიდი წლის წინ დაგვტოვა. მარიამის ნათლიაა ქეთი და პირველი ურეკავდა დაბადების დღის მისალოცად.

18 იანვარი თამრიკო გვერდწითელის დაბადების დღეც არის. ის ჩემზე უფროსია. იყო პერიოდი ჩემს სახლში, პლეხანოვზე, ერთად ვიხდიდით დაბადების დღეს. საბჭოთა პერიოდში არ ვიცოდით, რომ 18 იანვარს მძიმე მარხვაა. უწმინდესმა თქვა, შენთვის აღიარე, რომ 18 იავარს ხარ დაბადებული და ყველამ 19 იანვარს მოგილოცოთო. ასე რომ, ორ დღეს ვიღებ მილოცვებს.

იყო სიმღერაც, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ვიმღერეთ, რადგან ურთიერთობას ვიყავით მონატრებული.

ყოველდღიურად ასეთი ურთიერთობა შეიძლება სახიფათო იყოს, მაგრამ ხანდახან, გამონაკლისების სახით, შეიძლება ამის გაკეთება. ყველა ჩვენგანისთვის აბსოლუტრად გაუგებარი იყო, რატომ დავიშალეთ ცხრა საათამდე. ეს იყო საშინელება. თითქოს ერთმანეთს ძალით გვაგლეჯდნენ, რომ ცხრაზე სახლში მიესწროთ.

– გვეტყვით, რა გაჩუქათ გიამ?

– გიამ? არა, არ გეტყვით! ისეთი რამ მაჩუქა, რამაც ძალიან გამახარა, მაგრამ არ გეტყვით. ძალიან პირადულია. სამაგიეროდ, გეტყვით, რა ორიგინალური საჩუქარი მაჩუქეს კოკომ და ანიმ. მთელი ცხოვრებაა ვკარგავ მეტალის ნივთს, გასაღებებს. დედაჩემმა გამოაცხადა, რა ასაკისაც არ უნდა იყოს, კარგავს გასაღებებსო და შვილმა და რძალმა მომიტანეს გასაღებზე დასამაგრებელი დანადგარი. ტელეფონში აპლიკაციას ჩამოტვირთავ და თუ ვერ იპოვი გასაღებს, ამ აპლიკაციას თითს რომ დააჭერ, ის გასაღები იწყებს სტვენას. ასე რომ, ჩემთვის ეს გადასარევი საჩუქარია.

 

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

კვლავ მექნება ოჯახი, მეყოლება შვილები… – გიორგი ვარდოსანიძე მეორე ცოლს დაშორდა

კვლავ მექნება ოჯახი, მეყოლება შვილები… – გიორგი ვარდოსანიძე მეორე ცოლს დაშორდა

ოქტომბერი 15, 2021
რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში

რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში

იანვარი 6, 2022
ნინო დარასელმა მისი სახლი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ამოიცნო – „კაკაჩიას მასწავლებლის სახლად გაუსაღებიათ“

ნინო დარასელმა მისი სახლი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ამოიცნო – „კაკაჩიას მასწავლებლის სახლად გაუსაღებიათ“

აგვისტო 16, 2021

არ გამოტოვოთ

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი
Slider 1

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

ნოემბერი 26, 2021

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved