ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“გიორგის ოჯახის გავლენას არ მოვუხიბლივარ” – ასლან აბაშიძის რძლის გულახდილი ინტერვიუ

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
სექტემბერი 24, 2020
- Lifestyle
0
“გიორგის ოჯახის გავლენას არ მოვუხიბლივარ” – ასლან აბაშიძის რძლის გულახდილი ინტერვიუ
171
გაზიარება
949
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

შემთხვევა, როდესაც ცოლ-ქმარმა გაყრის შემდეგ ხელახლა იქორწინა, ორ ცნობილ ოჯახში დაფიქსირდა. მსახიობები – ნიკა თავაძე და ნატა მურვანიძე შვიდი წელი იყვნენ გაყრილები. მეორე ქორწინების შემდეგ წყვილს მეორე შვილი გაუჩნდა. და მეორე ოჯახი – ასლან აბაშიძის ვაჟი და მისი ცოლია, რომელთაც 11 წლიანი განშორების შემდეგ, 2015 წლის 23 იანვარს ხელი მოაწერეს. წყვილი ახლა ტყუპ გოგონებს ზრდის.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის რძალი, სალომე ბაჯელიძე, ხუთი წლის წინ, „პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ გიორგისთან გაყრის შემდეგ მეგობრობდა და მეორედ ქორწინების გადაწყვეტილება ერთად მიიღეს.

ასევე იხილეთ

Victoria`s secret- ის მოდელი შვილისთვის ანუკი არეშიძის სამოსს ირჩევს

“15 წელი გრძელდებოდა დეპრესია” – თამთა ჭელიძე ჯაბა კილაძესთან დაშორების მიზეზებზე ალაპარაკდა

“54 წლის ვარ და ბოტოქსი არ მჭირდება, რადგან…” – სელმა ჰაიეკის სილამაზის საიდუმლო

“ყოველთვის ვგრძნობდი, რომ არასწორ სხეულში დავიბადე და ბიჭი უნდა ვყოფილიყავი”

 

შემთხვევა, როდესაც ცოლ-ქმარმა გაყრის შემდეგ ხელახლა იქორწინა -ასლან აბაშიძის ვაჟის ოჯახის ისტორია - Primetime

 

სალომე ბაჯელიძე: – მე და გიორგი გაყრის შემდეგ ვმეგობრობდით. მერე ურთიერთობა ბუნებრივად აეწყო. ერთად ყოფნის გადაწყვეტილება ორივემ ერთად მივიღეთ. და ერთად ვცხოვრობთ.

წყვილმა ხელი სასტუმრო „ინტურისტების“ საქორწინო სახლში მოაწერა და ქორწინების დაკანონებაც იქვე, სუფრით აღნიშნა.

სალომე: – მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები გვყავდა. მეც სამი მეჯვარე და გიორგისაც სამი მეჯვარე ჰყავს. კარგად გავერთეთ. სოფო ხალვაშმა რამდენიმე სიმღერა გვიმღერა. მე და სოფო ვმეგობრობთ.

ასლანს ჩვენი ქორწინება ძალიან უხარია. ძალიან თბილია ჩემ მიმართ, მეც მამასავით მიყვარს და ყოველთვის მიყვარდა.

2012 წელს სალომე ბაჯელიძემ გაზეთ “პრაიმტაიმს” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მან მხოლოდ ჩვენ ფურცლებზე მოყვა თავისი სიყვარულის, ქორწინებისა და განქორწინების ამბავი.

 

ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე და ულამაზესი სალომე ბაჯელიძე ტყუპის მშობლები გახდნენ - რეიტინგი

წლების წინ ბათუმში ჭორაობდნენ, გიორგის პატარა გოგონა შერთეს ცოლად, სარძლო დედამთილმა შეარჩიაო.

მუდმივად განხილვის საგანი იყო აბაშიძის ვაჟის ბოჰემური ცხოვრება, თავისი ცხოვრების სტილით ყურადღების ცენტრში რომ ექცეოდა. ვერც სუსტი სქესი რჩებოდა გულგრილი მის მიმართ.

ამ დროს ბათუმში ყველაზე პოპულარულმა და სიმპათიურმა 27 წლის გიორგი აბაშიძემ ცოლად 17 წლის სალომე ბაჯელიძე შეირთო.

შორიდან შესაშურად ბედნიერები ჩანდნენ, თუმცა ქორწინება უიღბლო გამოდგა. თაფლობის თვეს სალომეს მამის დაღუპვა დაერთო. წყვილს არც ჯვრისწერა ჰქონია. გიორგის დედას, მაგული გოგიტიძეს სიმსივნე აღმოაჩნდა და მალევე გარდაიცვალა.

შემთხვევა, როდესაც ცოლ-ქმარმა გაყრის შემდეგ ხელახლა იქორწინა -ასლან აბაშიძის ვაჟის ოჯახის ისტორია - Primetime

ახლად დაქორწინებულებმა დიდი სტრესი გადაიტანეს. ერთმა საყვარელი მამა დაკარგა, მეორემ – დედა. დაიწყო დაძაბულობა. მალე კი დაგროვილ სტრესს ვერცერთმა ვერ გაუძლო და დაშორება არჩიეს. ეს გიორგის ინიციატივით მოხდა. მას შემდეგ 11 წელი გავიდა…

სალომე ბაჯელიძე: – ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ. სულ მახსოვს ერთმანეთთან სტუმრად რომ დავდიოდით. იმდენად ვახლობლობდით, რომ აბაშიძეები ჩემი ნათესავები მეგონენ. გიორგი პირველად რომ გავიცანი, 12 წლის ვიყავი. მერე ის სასწავლებლად ლონდონში წავიდა. კარგა ხნის უნახავი მყავდა. რომ ჩამოვიდა, ერთმანეთი თავიდან გაგვაცნეს.

მე 16 წლის ვიყავი, გიორგი – 26-ის. ჩემთვის დიდი იყო ეს ასაკობრივი სხვაობა. ძალიან პატარა ვიყავი, ბავშვური, გათხოვებისთვის მზად არც ვყოფილვარ. სწავლის გაგრძელება მინდოდა. არც ჩემს ოჯახს უნდოდა ჩემი გათხოვება. მერე დაიწყო შეხვედრები მეგობრებთან ერთად, სეირნობა… როგორც ხდება ხოლმე. თუმცა იმ განსხვავებით, რომ ეს ჭორებისა და მითქმა-მოთქმების ფონზე ხდებოდა. ჩემს ასაკში ეს ძალიან დამთრგუნველი იყო. წარმოიდგინეთ, სკოლის, სახლის და მასწავლებლის გარდა რომ არაფერი ვიცოდი და უცებ მთელი ქალაქის ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი.

ყველა ფეხის ნაბიჯს მიკონტროლებდნენ – ახლა ის აცვია, ახლა იქ არის, იმას აკეთებს… რა თქმა უნდა, ყველაფერს გადააკეთებდნენ და ისე ავრცელებდნენ.

– იმ ასაკში ეს ყველაფერი მართლა არ მოგწონდა?

– რაღაც დოზით შეიძლება ეს ყურადღება მომწონდა კიდეც, მაგრამ ჭორები არასასიამოვნო და დამთრგუნველი იყო. გიორგისთან მიჰქონდათ ენა, რომ თითქოს მე რაღაც ვთქვი და პირიქით.

– რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?

– შვიდი თვე. 2002 წლის სექტემბერში დავიწყეთ ურთიერთობა და 2003 წლის მარტში დავქორწინდით. სიყვარული მანამდე არ აუხსნია, ეს მერე იყო, რომ ვიქორწინეთ.

მართლა არ მახსოვს, ეს როგორ გააკეთა. დიდი ხნის წინ იყო… მახსოვს ის, რომ მე ძალიან შეყვარებული ვიყავი. ან როგორ არ უნდა ვყოფილიყავი გიორგიზე შეყვარებული?

– რითი მოგხიბლა?

– ჩემი დასაწუნი არაფერი ჰქონდა. ძალიან განათლებული იყო, სიმპათიური. მომწონდა პიროვნულად, ძალიან კეთილი და შეგნებული ადამიანი იყო.

ნახეთ, როგორ გაიზარდნენ ასლან აბაშიძის ტყუპი შვილიშვილები (ფოტო)

– ყოველთვის საუკეთესო მანქანებით დადიოდა. იმ ასაკში, შენ რომ მოგხიბლა, პიროვნულ თვისებებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, უფრო „ბრჭყვიალა“ მოსწონთ.

– მე „ბრჭყვიალა“ არ მიზიდავდა. არ ვიცი, ამას როგორ გაიგებთ, მაგრამ ჩემს ოჯახში სხვა ფასეულობები იყო და ისე გამზარდეს, რომ ურთიერთობები და სიყვარული იყო ჩემთვის მთავარი. ფულს და მისი ოჯახის გავლენას არ მოვუხიბლივარ. ეს შეიძლება ძნელად დასაჯერებელი იყოს, მაგრამ ასეა.

ვერ წარმოვიდგენდი, თუ გიორგის ყურადღებას მივიქცევდი. ამიტომ ამ ურთიერთობით აჟიტირებული ვიყავი. ერთი ის იყო, რომ მის ოჯახთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მერე, სანამ ვიქორწინებდით, დაშორებულები ვიყავით. ეს ჭორებმა განაპირობა, თან პატარაც ვიყავი.

სასწავლებლად თბილისში გადავედი. რამდენიმე თვე არანაირი კონტაქტი არ გვქონია. მერე ჩვენი საერთო ნათესავი გარდაიცვალა და პანაშვიდზე ჩამოვედი. იქ ვნახეთ ერთმანეთი და მეორე დღეს უკვე საქორწინო მოგზაურობაში წავედით. ტაილანდში თითქმის ერთი თვე ვიყავით. იქ ყოფნის დროს მამა ტრომბით გარდამეცვალა…

ასლან აბაშიძემ უმამობა არ მაგრძნობინა. გვერდში დამიდგა და მამობა გამიწია. დიდი სითბო გამოხატა. გიორგიც დამეხმარა. ქორწილი ვეღარ გადავიხადეთ, ვერც ჯვარი დავიწერეთ. იმ დროს გავიგეთ, რომ ქალბატონი მაგული ავად იყო.

ეს ძალიან დიდ სტრესთან იყო დაკავშირებული. მამაჩემის გარდაცვალებაზე არანაკლებად განვიცადე ქალბატონი მაგულის გარდაცვალება. ბედნიერებასთან ერთად მეც და გიორგისაც უბედურება გვეწვია.

– რვა თვეში რატომ გაიყარეთ?

– ვერ გავუძელით სირთულეებს. დაგვეძაბა ურთიერთობა. მე ბავშვი ვიყავი, ის ჩამოყალიბებული და ვერ გავუგეთ ერთმანეთს. დედამისის გარდაცვალების მერე აგვერია ურთიერთობა. გიორგის ძალიან უყვარდა დედა და მისი გარდაცვალება განიცადა. დეპრესია ჰქონდა. ყველანაირად ვცდილობდი დახმარებას, მაგრამ…

ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე და ულამაზესი სალომე ბაჯელიძე ტყუპის მშობლები გახდნენ - მარაო.გე

– გქონიათ კონფლიქტი?

– არ გვქონია, არ უყვირია. ბავშვივით მექცეოდა. პატივს მცემდა და ამას ვაფასებდი მასში. მახსოვს… ბულვარში ვისხედით, სასტუმრო „ინტურისტების“ წინ. ოქტომბერი იყო. მაშინ ვილაპარაკეთ… და დავშორდით. ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება – დაელოდეთ გაგრძელებას…

გიორგის და სალომეს ტყუპი გოგოები ჰყავთ…

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

Victoria`s secret- ის მოდელი შვილისთვის ანუკი არეშიძის სამოსს ირჩევს
Lifestyle

Victoria`s secret- ის მოდელი შვილისთვის ანუკი არეშიძის სამოსს ირჩევს

- Prime Ambebi
დეკემბერი 30, 2021
“15 წელი გრძელდებოდა დეპრესია” – თამთა ჭელიძე ჯაბა კილაძესთან დაშორების მიზეზებზე ალაპარაკდა
Lifestyle

“15 წელი გრძელდებოდა დეპრესია” – თამთა ჭელიძე ჯაბა კილაძესთან დაშორების მიზეზებზე ალაპარაკდა

- PRIMEAMBEBI.GE
მაისი 19, 2021
“54 წლის ვარ და ბოტოქსი არ მჭირდება, რადგან…” – სელმა ჰაიეკის სილამაზის საიდუმლო
Lifestyle

“54 წლის ვარ და ბოტოქსი არ მჭირდება, რადგან…” – სელმა ჰაიეკის სილამაზის საიდუმლო

- PRIMEAMBEBI.GE
მაისი 5, 2021
“ყოველთვის ვგრძნობდი, რომ არასწორ სხეულში დავიბადე და ბიჭი უნდა ვყოფილიყავი”
Lifestyle

“ყოველთვის ვგრძნობდი, რომ არასწორ სხეულში დავიბადე და ბიჭი უნდა ვყოფილიყავი”

- PRIMEAMBEBI.GE
აპრილი 28, 2021
“მე თავს მოდურ ადამიანს ვერ ვუწოდებ…” – რას უყვება ირაკლი მაქაცარია უკრაინულ “ვოგს” საკუთარ სტილზე, მისაბაძ პერსონასა და ბავშვობის ოცნებებზე?
Lifestyle

“მე თავს მოდურ ადამიანს ვერ ვუწოდებ…” – რას უყვება ირაკლი მაქაცარია უკრაინულ “ვოგს” საკუთარ სტილზე, მისაბაძ პერსონასა და ბავშვობის ოცნებებზე?

- PRIMEAMBEBI.GE
აპრილი 22, 2021
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved