ცნობილი ტელეწამყვანის ირაკლი მაქაცარიას შესახებ უკრაინულმა “ვოგმა” სტატია მოამზადა. პრესტიჟული გამოცემის ობიექტივში მაქაცარია მოდის სამყაროს სიყვარულის გამო აღმოჩნდა.
სოციალურ ქსელში ირაკლი ხშირად აქვეყნებს საკუთარ ლუქებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. ამჯერად ის გამომწერებს იტალიურ ბრენდ Emporio Armani-სთან თანამშრომლობის შედეგს უზიარებს.
ირაკლი აღნიშნავს, რომ ამ ბრენდთან პირველად შეხება ხუთი წლის წინ სტამბულში ჰქონდა. როგორც მან განმარტა, “არმანის” წარმატებაზე ყველაზე ხმამაღლა მისი ისტორია, ხარისხი და დიზაინი საუბრობს. მისი აზრით, არმანი ქმნის თანამედროვე დღის წესრიგს მოდის სამყაროში.
როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ირაკლის საყვარელი მსახიობი მარლონ ბრანდოა, რომელსაც სტილის სიმბოლოდაც განიხილავს. თვლის, რომ მამაკაცს სმოკინგი ან უხდება, ან არა, შუალედი ამ საკითხში არ არსებობს. „იმედი მაქვს, მე პირველ კატეგორიას მივეკუთვნები“ – აღნიშნავს ირაკლი.
რაც შეეხება ტელეწამყვანის ბავშვობის ოცნებას, როგორც ის უკრაინელ ჟურნალისტებს გამოუტყდა, სურდა მაიკლ ჯექსონად გადაქცეულიყო და ხშირად ირგებდა პოპის მეფის სტილს.
36 წლის ირაკლი მაქაცარია ამჯერად ქორწილისთვის ემზადება. მან საზოგადოებას ახალგაზრდა რჩეული ლიზა ჩიჩუა გააცნო, რომელიც ცნობილი ექიმების ქალიშვილია.