ლოს-ანჯელესში, „გრემის“ რიგით 63-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. შოუ CBS-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ის ჰარი სტაილსმა გახსნა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის „გრემი“ ქალბატონებისთვის ისტორიული აღმოჩნდა, ბიონსემ ოთხი ჯილდო დაიმსახურა და ამით ქალ არტისტებს შორის რეკორდული რაოდენობის, 28 „გრემის“ ჯილდოს მოგროვება შეძლო.

ტეილორ სვიფტი კი პირველი ქალი არტისტი გახდა, რომელმაც „წლის ალბომის“ ნომინაციაში სამი ჯილდო აიღო.
„წლის საუკეთესო ჩანაწერის“ კატეგორიაში, კომპოზიციით Everything I Wanted, ბილი აილიშმა გაიმარჯვა. „საუკეთესო ალბომის“ ტიტულის მფლობელი ტეილორ სვიფტი გახდა.
„წლის საუკეთესო სიმღერის“ სტატუსი H.E.R.- ის – I Can’t Breathe მოიპოვა.
„წლის საუკეთესო პოპ-დუეტის“ ტიტული, როგორც ამას ყველა ელოდა, ლედი გაგამ და არიანა გრანდემ სიმღერით, Rain On Me მოიპოვა.

გაეცანით „გრემი“ 2021 წლის გამარჯვებულთა სრულ სიას:
წლის საუკეთესო ჩანაწერი
ბიონსე – Black Parade
Black Pumas – Colors
DaBaby Feat. Roddy Ricch – Rockstar
Doja Cat – Say So
ბილი აილიში – Everything I Wanted (გამარჯვებული);
დუა ლიპა – Don’t Start Now
პოსტ მელოუნი – Circles
Megan Thee Stallion და ბიონსე – Savage






