პროექტ “დიდი სცენის” მაყურებლებს მისი განსხვავებული მონაწილე, მარიამ მემე ჟორდანია კარგად გემახსოვრებათ.
მარიამმა და მისმა დამ, ქეთევანმა დედის დახმარება გადაწყვიტეს და ამისთვის სოციალური ქსელში კამპანია წამოიწყეს. “პატარა საკონდიტრო ჩვენი დედისთვის” – ამ სახელწოდებით GOFUNDME-ზე გულმოწყალე საზოგადოებას თანხის ჩარიცხვას სთხოვენ.
ქეთევან ჟორდანია დედისთვის გაკეთებულ გვერდზე წერს:
“როგორც ამბობენ, სანამ დავიბადებით, ჩვენ თვითონ ვირჩევთ დედას. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ საოცარი რამ გაგვიკეთებია. წარმოგიდგენთ ყველაზე ძლიერ და მზრუნველ დედას მსოფლიოში.
დედას ფინასურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა პანდემიამ. ჩვენ გვინდა მას ისევ ღიმილიანს და ბედნიერს ვხედავდეთ. ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრეთ: გავუკეთოთ თავისი საოცნებო საკონდინტრო, რომ ისევ შეძლოს საოცრებების ცხობა და თქვენი გამასპინძლება. გაგრძელება







