საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ხათუნა ჟორდანიას სამძიმრის წერილი გაუგზავნა, სადაც ის ჟორდანიას დედის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანიას ქმარმა, მომღერალმა ზურა ხაჩიძემ გამოაქვეყნა.
“ქალბატონ ხათუნა ჟორდანიას, მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მიიღეთ ჩვენი თანაგრძნობა დედის, ქალბატონ ნუნუ ჟორდანიას გარდაცვალების გამო.
იგი ჩვენი ძველი მრევლი იყო, ყველასთვის საყვარელი და გულმოდგინებით გამორჩეული.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა სავანესა მართალთასა დააწესოს უფალმა მისი უკვდავი სული. ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა!” – წერია სამძიმრის წერილში.
ნუნუ ჟორდანია რამდენიმე დღის წინ გულის უკმარისობით გარდაიცვალა.













