რესტორატორები დაუმორჩილებლობას აცხადებენ და 6 თებერვალს, როგორც რესტორანი “შავი ლომის” დამფუძნებელი, შეფ მზარეული, მერიკო გუბელაძე სოციალურ ქსელში წერს, თბილისის 200-მდე რესტორანი გახსნას აპირებს. როგორც გუბელაძე წერს, ეს დაუმორჩილებლობა შერჩევითმა სამართალმა და მთავრობის არაადეკვატურობამ გამოიწვია.
“მსოფლიოში ფორს მაჟორია, ქვეყანაშიც და ჩვენს სფეროშიც, ფაქტობრივად. მაგრამ არა – იურიდულად. არა, იმიტომ, რომ ჩვენმა მთავრობამ ასე გადაწყვიტა. ანუ, რა ხდება? ბიზნესი დაკეტეს, მაგრამ აღებულ ვალდებულებებთან პირისპირ დაგვტოვეს. ბანკი გადასახადს გვთხოვს, კომუნალურები გაძვირებული და გადასახდელია, გატანის სერვისები 30%-იან წილში გვიზის, სტაფის დიდი ნაწილი სახლშია და მშიერია.
რა ხდება მეორე მხარეს: გრიალებენ სასტუმროები და რეზორტები (ღმერთმა შეარგოთ), იატაკქვეშ მუშაობს ნახევარი თბილისის რესტორნები და მთავრობაც სიამოვნებით სტუმრობს მათ.
ამიტომ, შაბათს, 6 თებერვალს, თბილისის 200-მდე რესტორანი აცხადებს დაუმორჩილებლობას. დაუმორჩილებლობა გამოიწვია შერჩევითმა სამართალმა და მთავრობის არაადეკვატურობამ. რესტორნები გაიხსნებიან რეგულაციების მკაცრი დაცვით!” – წერს მერიკო გუბელაძე “ფეისბუქზე”. გაგრძელება…












