კვირა, მაისი 10, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ისეთ ფორმაში ვიყავი, მარტო ზურა არა, ვინც იქ იყო, ყველა გაშეშდა” – ხათუნა ჟორდანია

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
მარტი 10, 2021
- სიახლეები
0
“ისეთ ფორმაში ვიყავი, მარტო ზურა არა, ვინც იქ იყო, ყველა გაშეშდა” – ხათუნა ჟორდანია
417
გაზიარება
2.3k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი დაახლოებით 20 წლის წინ, ხმის რეჟისორის – კოტე ნონიკოვის სტუდიაში გაიცნეს. პირველი სპონტანური შეხვედრით ორივე მოიხიბლა. როგორც ზურა ყვება, გამხდარმა და შილიფად ჩაცმულმა ხათუნა ჟორდანიამ მასზე “Wow ეფექტი” მოახდინა.

ამ ისტორიას ხათუნა “პროფილში” ასე იხსენებს.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ხათუნა ჟორდანია: – ისეთ ფორმაში ვიყავი, მარტო ზურა არა, ვინც იქ იყო, ყველა გაშეშდა.

რუსამ ახალი სიმღერა დაწერა ნინისთვის, “გული ელოდება” და არანჟირებისთვის უნდა მიმეტანა.

ვიცოდი, რომ მხოლოდ კოტე ნინიკოვი უნდა ყოფილიყო სტუდიაში. ძალიან ცხელოდა, მე კიდევ ტიტველი დავდიოდი. ქმარი და შემმოწმებლი არ მყავდა და რა პრობლემა იყო?!. მოულოდნელად, იქ დამხვდნენ “ქუჩის ბიჭები”. მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყვნენ.

რუსამ ნინის სიმღერა დაუკრა. პიკასომ ყური მოკრა, მოეწონა, რა კარგი სიმღერაა, ჩვენც ვიმღერებთო. რუსა სიხარულით გაგიჟდა, რადგან ნინი თუ “ქუჩის ბიჭებთან” ერთად იმღერებდა, ეს სიმღერა გაჰიტდებოდა და ზუსტად ვიცოდით, პოპულარული გახდებოდა.

ვათვალირებდი სტუდიას, მერე პაატას შევხედე, გურამიკოს და ასე მზერით მივედი ზურამდე. დედა, რა კარგი ბიჭია-მეთქი, ვიფიქრე. შევხედე რუსას მოხიბლული სახით, რუსამ წარბი აწია და არაო, თავი გააქნია, პატარები არიანო.

მოკლედ, დაიგეგმა დუეტის ჩაწერა. მომცეს ზურას ნომერი, როგორც ჯგუფის ლიდერის. მას უნდა დავკონტაქტებოდი. მომდევნო დღეებში დავურეკე, სიმღერისთვის გია ჯოხაძეს მინდა ტექსტი  დავაწერინო და პრობლემა ხომ არ არის-მეთქი? არა, თუ შეიძლება მეც წამოვალო.

ახალი ლამაზი მერსედესი კაბრიოლეტი მყავდა, გავუარე ზურას და კიკეთში, გია ჯოხაძესთან ავედით. ნინიმ ბიჭებთან ერთად უნდა იმღეროს და მინდა ტექსტი შენ დაწერო-მეთქი. გიამ დაიწყო ჩემი “დახასიათება” – ეს, იცი, როგორი გოგო? ეუბნება ზურას. ხინკალი უყვარს და იდაყვებზე რომ ჩამოეწუწება, ილოკავსო. მერე მწვანე ხახვს მარილში ჩააწებს და ჭამსო. ვერ გავაჩერე. თან სვამდა, თან ასეთ რამეებს ეუბნებოდა. გავედი გიას ცოლთან, თამუნასთან. მიშველე-მეთქი. მან მითხრა, რომ დაინახავს, მისი “პადრუგა” ვიღაცას მოწონს, იწყებს ამ დაქალის ლანძღვასო. ეტყობა, შეამჩნია, რომ ზურას მოსწონხარ და ახლა შენს ლაძღვას დაიწყებსო. შემდეგ, გია ერთ-ერთი ის ადამიანი იყო, ვინც ხელს გვიწყობდა. მერე მან ზურა მონათლა და ჩვენი ახლობელი გახდა…

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

კვლავ მექნება ოჯახი, მეყოლება შვილები… – გიორგი ვარდოსანიძე მეორე ცოლს დაშორდა

კვლავ მექნება ოჯახი, მეყოლება შვილები… – გიორგი ვარდოსანიძე მეორე ცოლს დაშორდა

ოქტომბერი 15, 2021
რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში

რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში

იანვარი 6, 2022
ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

ნოემბერი 26, 2021

არ გამოტოვოთ

ნინო დარასელმა მისი სახლი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ამოიცნო – „კაკაჩიას მასწავლებლის სახლად გაუსაღებიათ“
Slider 3

ნინო დარასელმა მისი სახლი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ამოიცნო – „კაკაჩიას მასწავლებლის სახლად გაუსაღებიათ“

აგვისტო 16, 2021

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved