51 წლის ჯენიფერ ლოპესის გამოჩენა ფანებისთვის ყოველთვის ამაღელვებელია, რადგან ის მუდამ შესანიშნავ ფორმაშია და მათ იმედებს არასოდეს უცრუებს. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც მან ინსტაგრამზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა.


ფოტოში ვარსკვლავს ბრენდ Dior-ის სამოსი, ზოლებიანი მაისური და მაღალწელიანი, ფართე ქვედაბოლო აცვია, რომელსაც შავი ქუდი და ამავე ფერის ჩანთა, ოქროს აქსესუარებთან ერთად შეუხამა.







