თბილისის მერის, კახა კალაძისა და დიზაინერი, ანუკი არეშიძის უმცროსი შვილი ნიკოლას კალაძე სამი წლის გახდა.
იუბილარმა დღესასწაულზე საჩუქრები და რამდენიმე ტორტიც დაიმსახურა.
“ბედნიერი მესამე დაბადების დღე, ჩემო მზის სხივო. ჭყვიტინა და ენატიტინა სამი წლის გახდა”, – წერს ანუკი არეშიძე Instagrami-ის პირად გვერდზე.
View this post on Instagram
საკუთარი შვილის იუბილეს თბილისის მერი კახა კალაძეც სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ნიკოლასის ვიდეო კოლაჟ გაავრცელა.
“ჩემი პატარა ბიჭი სამი წლის გახდა, ბედნიერი დაბადების დღე ჩემო სიყვარულო”, – წერს კახა კალაძე Instagram- ის გვერდზე.
View this post on Instagram