აშკარაა, რომ კენდალ ჯენერი სხვის შეცდომებზე ჭკუას არ სწავლობს. რამდენიმე დღის წინ, მისი ოჯახის წევრმა კიმ კარდაშიანმა ხმაურიანი წვეულება მოაწყო, რომლის გამოც ქსელში გააკრიტიკეს, მაგრამ ეს საერთოდ არ ყოფილა ჭკუის სასწავლებელი კენდალ ჯენერისთვის.
კენდალ ჯენერი ხვალ 25 წლის ხდება, თუმცა გადაწყვიტა დაბადების დღე ჰელოუნის დღესასწაულზე გადაეხადა და მეგობრებთან ერთად ჰოლივუდში, 1 Hotel-ს სასტუმროს სახურავზე ხმაურიანი წვეულება მოაწყო.
სტუმრებს შორის იყვნენ ჯასტინ ბიბერი, ვინი ჰარლოუ და სხვა ცნობილი ადამიანები. კაილი ჯენერიმ სტუმრებს ფოტოების სოციალურ ქსელში დადება აუკრძალა, თუმცა თავადვე დაარღვია მის მიერ გაცემული პირობა და კადრები ინსტაგრამის პირად გვერდზე ატვირთა.
კენდალ ჯენერი საზოგადოებამ მკაცრად გააკრიტიკა, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ პანდემიის პერიოდში მან მოაწყო წვეულება სადაც დაცული არ იყო დისტანცია და უსაფრთხოების სხვა ნორმები.









