ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ხალხს ასპირინის ფული არ აქვს და ვაქცინას როგორ იყიდიან?” – ცნობილი კარდიოლოგის რეკომენდაციები

PRIMEAMBEBI.GE - PRIMEAMBEBI.GE
ოქტომბერი 19, 2020
- მთავარი ამბავი, სიახლეები, ჯანმრთელობა
0
“ხალხს ასპირინის ფული არ აქვს და ვაქცინას როგორ იყიდიან?” – ცნობილი კარდიოლოგის რეკომენდაციები
213
გაზიარება
1.2k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

საქართველოში კორონავირუსით სულ 17447 დაინფიცირდა, მათგან 136 გარდაიცვალა. როგორც მედიკოსები ამბობენ, ვირუსი გაახალგაზრდავდა და ფატალური შედეგით დასრულდა 41 წლის ქალბატონის სიცოცხლე, რომელიც კოვიდინფიცირებული გახლდათ, თანხმლები დაავადებები არ ჰქონდა, თუმცა კოვიდსასტუმროში თრომბოემბოლიის შედეგად გარდაიცვალა.

თრომბოემბოლიით გარდაიცვალა კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, ცნობილი კალათბურთელის და ახლა უკვე მმართველი გუნდის სიის წევრის, ვიქტორ სანიკიძის დედაც.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

„პრაიმამბებს“ ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია ესაუბრა.

–  ხალხმა სიფრთხილე დაივიწყა. გრძელდება გადაკოცნა, ხელის ჩამორთმევა და ა.შ. ვურჩევ მოსახლეობას თუ საჭირო არ არის, არ გახვიდეთ სახლიდან. ხშირად დაიბანეთ ხელები, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხეები, თუმცა ამ მხრივ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ გულსისხლძარღვთა პრობლემით დაავადებულმა ადამიანებმა, მათთვის დიდი რაოდენობით სითხეების მიღება რეკომენდირებული არ არის. აუცილებელია ყველგან ვატაროთ პირბადე, რადგან ვირუსი ხშირად სიმპტომების გარეშე მიდის, თან დასადგენია კორონავირუსია ეს თუ სხვა ვირუსი, რომელსაც გართულებები მოაქვს.

თუ სამსახურში ვართ აუცილებლად დავიცვათ დისტანცია და ხშირად შევცვალოთ პირბადე. იმიტომ რომ არ გახდეს ინფექციის გადამტანი.

– ვიქტორ სანიკიძის დედა და 41 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი, თრომბოემბოლიის შედეგად გარდაიცვალა, რა იწვევს თრომბოემბოლიას?

– საკითხავია ნამდვილად ჯანმრთელები იყვნენ და არ ჰქონდათ სისხლძარღვოვანი დაავადებები?

თრომბოემბოლიებს რა იწვევს ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავ. ბოლოს რომელი ქალბატონიც გარდაიცვალა, მას არანაირი თანხმლები დაავადება არ ჰქონდა, რაღაც ხდება ალბათ და ამიტომაც არის საჭირო, ახლა განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ.

თრომბოემბოლიებს იწვევს ვენების გაგანიერება, სიგარეტის დიდი რაოდნეობით მოწევა, უმოძრაობა.

– ძირითადად უეცრად იჩენს თავს თრომბოემბოლია და ფატალური შედეგებით სრულდება, რას ურჩევთ საზოგადოებას მისი პრევენციისთვის?

–  ვისაც ქვედა კიდურებში ტკივილები აქვს სიარულის დროს, აქვს ვარიკოზული გაგანიერება და გაშავებული ვენები, აუცილებლად უნდა გაიკეთოს სისხლის შედედების ანალიზი და იყვნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

არ მგონია ჯანმრთელ ადამიანში განვითარდეს თრომბოემბოლეა, თუ ამას წინაპირობა არა აქვს.

სანამ ექიმთან მიხვალთ, დაათვალიერეთ ქვედა კიდურები, ნახეთ გამობერილი ვენები ხომ არ გაქვთ, ან კრუნჩხვები ხომ არ გაწუხებთ? თუ ეს ასეა ქვედა კიდურების ექოსკოპია აუცილებელია.

– ბატონო ანზორ, მართალია ჯერ ვაქცინა არ არის, მაგრამ უკვე გამოქვეყნდა, ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი, სადაც გარკვევით წერია, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იქნება 65 წლამდე ასაკის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების და გულსისხლძარღვთა პრობლემების პაციენტებისთვის, რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება?

– ეს მთავრობის პრეროგატვაა, ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ ჯანმრთელი იყოს მოსახლეობა. ხალხს ასპირინის ფული არ აქვს და ვაქცინას როგორ იყიდიან? უმრავლესობა ამას ვერ შეძლებს. როგორ შეიძლება 65 წლამდე ასაკის ადამიანებს და მითუმეტეს თქვენს მიერ ჩამოთვლილი დაავადების მქონე პაციენტებს ვაქცინა არ გაუკეთონ? ეს იქნება დიდი რისკის მომტანი ამ ადამიანებისთვის.

 

Tags: ანზორ მელიაკორონავირუსი
PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved