მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან, რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22 საათიდან შეიზღუდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ.
„როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1000-იან ნიშნულს გადავაბიჯებთ“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ გამოსავალი წერტილოვან შეზღუდვებშია.







