ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის კობი ბრაიანტის ქვრივმა, ვანესა ბრაიანტიმ საკუთარი დედა სახლიდან გააგდო.
ქალმა ესპანურ გამოცემას მისცა ინტერვიუ, ის ჟურნალისტს ატირებული ესაუბრა და უთხრა, რომ ქალიშვილმა სახლიდან გაგდების შემდეგ, მის მიერ ნაჩუქარი მანქანის უკან დაბრუნებაც მოსთხოვა.

რა გახდა დედას და შვილს შორის უთანხმოების მიზეზი, ეს ალბათ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ინტერვიუს სრული ვერსია გამოაქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ დაქვრივების და 13 წლის ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ვანესა ბრაიანტს მძიმე დღეების გადატანაში დედა და შვილები დაეხმარა.
ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი 2020 წლის დასაწყისში ვერტმფრენით ფრენისას დაიღუპა. ბორტზე ის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ავიაკატასტროფის შედეგად სულ 9 ადამიანი დაიღუპა.








