გორში სილამაზის კონკურსი “მის გორი” და “მის შიდა ქართლი გოლდი 2020” ერთი თვით გადაიდო. ინფორმაციას ამის თაობაზე radiomosaic ავრცელებს.
ერთ – ერთი ორგანიზატორის გიორგი მასხულიას თქმით კონკურსის გადადება ქვეყანაში შექმნილი რეგულაციების გამო მოუწიათ.
“სავარაუდოდ 25-26 დეკემბერს ჩავატარებთ კონკურსს. რეგულაციებიდან გამომდინარე მხოლოდ ჟიური და კონკურსანტები იქნებიან. მაყურებელი ამჯერად არ გვეყოლება“, – ამბობს გიორგი მასხულია
მისივე თქმით კონკურსისთვის ყველაფერი მზადაა და ახლა მხოლოდ კომენდატის მოხსნას ელოდებიან.











