ამერიკაში მოღვაწე მომღერალი, ნუცა შანშიაშვილი სოციალურ ქსელში, ქართველებისთვის ვიდეობლოგებს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად მომღერალმა კოსმოსში არსებულ დასხივებასა და რადიაციაზე ისაუბრა.
როგორც ვიდეოში ნუცა ამბობს, ის მეცნიერების წრეში ამ თემის განხილვას დაესწრო და მიხვდა, რომ მისი ნააზრევი ემთხვევა მათ დასკვნებს.
ნუცა შანშიაშვილი: – კორონავირუსის სიმპტომებს რომ დავაკვირდეთ – თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი, გემოს და ყნოსვის დაკარგვა, უეცარი კუჭის აშლილობა – ეს დიდი რადიაციის მიერ გამოწვეული სიმპტომებია.
2020-ში კვანტური ნახტომი იწყებაო, ხომ იყო ამაზე საუბარი. მაგრამ მერე კოვიდი გაჩნდა, პანდემია დაიწყო და ეს აღარავის გახსენებია.
კოსმოსი ადამიანის სხეულივითაა. გარკვეული ციკლის დროს, ის ატარებს გაწმენდას, რესტარტს. როგორც ვწმენდთ კომპიუტერს ვირუსებისგან, ასე აკეთებს კოსმოსიც. ახლა ამხელა, უკიდეგანო კოსმოსში, ვირუსულ ობიექტად დედამიწა “გაეძრო”. ამდენი ნეგატივისგან და ჩაბინძურებული აზროვნებისგან დავირუსდა სამყარო. რამდენი დიდებული ადამიანი და ღმერთის შვილი უნდა გვიგზავნოს ამ ყველაფრის შემქმნელმა. ამოიწურა ბაზა. ამიტომ კოსმოსმა დაგროვილი ნეგატივის წმენდა დაიწყო.
ჩვენი დედამიწა არასწორი ქმედებით დაბინძურებულია და ის კოლოსალური დასხივების ქვეშ იმყოფება. რახან ჩვენ მის სილამაზეს ვერ გავუფრთხილდით, მას ატმოსფერული დამცავი შრეები, სფეროები კოსმოსმა მოხსნა. ამდენად, დედამიწა რესტარტს გადის და უნდა წაიშალოს.
ადამიანი კოსმოსურ რადიაციას ვერ უძლებს და იღუპება. ყველაფრის მიუხედავად, შემქმნელი გვიტოვებს შანსს, რომ ამ რესტარტის დროს, არ წაიშალოს დედამიწა. რა უნდა ვქნათ ჩვენ? ჩვენს თავში უნდა ჩავრთოთ თვითგანწმენდის ფუქცია. დახუჭეთ თვალი, დაფიქრდით, რას აკეთებთ ცხოვრებაში? ვინ არის თქვენი მტერი? ის მტერი შინაგანად დალოცეთ. მოხსენით ის ილუზია, რომ ვიღაცა ვიღაცას ებრძვის, ვინმე გმტრობთ. დათრგუნეთ თქვენს თავში ნეგატივი. მე ამას “ვჩალიჩობ” ყოველდღე. ეს რთულია, მაგრამ მოგიწოდებთ, ეს გააკეთოთ. შინაგანად ყველა დალოცეთ. ეს რესტარტი საკუთარ თავში მთელმა დედამიწის მოსახლეობამ უნდა გააკეთოს. ალბათ, ისევ ლოცვა და ლოცვა. იმედს ვიტოვებ, ღმერთი არ დაგვტოვებს.













