ქართული კინოს მშვენება ლიკა ქავჟარაძე დღეს 61 წლის გახდებოდა. მისი დებიუტი კინოში 12 წლის ასაკში შედგა, თუმცა საყოველთაო პოპულარობა მარიტას როლმა მოუტანა/
1987 წელს ლიკა ქავჟარაძე ფრანგულმა პრესამ კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში მონიკა ვიტის შეადარა. ლიკა 2017 წლის 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლიკა ქავჟარაძე 2017 წელს, ვაკეში საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. ის მარტო ცხოვრობდა და ბოლო დროს სახალხოდ იშვიათად ჩნდებოდა.
რა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.






