მარიამ ურუშაძე ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტო “look models”-ის მოდელია, რომელმაც უკვე მსოფლიოს არაერთ წამყვან ბრენდთან ითანამშრომლა.
2018 წელს ის ექსკლუზიურად გახდა GUCCI-ს მოდელი. „ხვეული თმით, ნაზი გამოხედვით. თოჯინის მსგავსი გარეგნობის გოგონა ერთ- ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია მსოფლიოში” – ასე დაახასიათა მოდელი Vogue-მა.
მარიშა ურუშაძეს პრესასთან ურთიერთობა არ უყვარს, შესაბამისად მის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ცნობილ მოდურ ჟურნალებში შეხვდებით.
ცოტა ხნის წინ, მარიშამ დემნა გვასალიას ყურადღება მიიპყრო და “balenciaga”-ს ახალი კოლექცია მოირგო.
ის “ვოგის” ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდა.








