ცოტა ხნის წინ მოდელმა საკუთარ “ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ მას თითზე ბეჭედი ეკეთა. არაერთმა მედიამ დაწერა, რომ ეს ალექსანდრას ნიშნობის ბეჭედი იყო, თუმცა ეს თავად ალექსნადრამ უარყო:
„ჩემმა უსაყვარლესმა დაქალმა მისახსოვრა ეს ძვირფასი ბეჭედი. ნიშნობის ბეჭედი როგორიც მინდა, გაჩვენებთ მალე. ამ იაფფასიან სტატიებს უკვე საზღვარი არ აქვს, რედაქტორები ფანტაზიორობენ. გადაამოწმეთ ჩემთან, ხომ იცით, მე არაფერი მიტყდება არც სათქმელად, არც გამოსაფენად, წინ მთელი საზღაპრეთია“ – წერს ალექსანდრა პაიჭაძე.








