მომღერალმა ლელა წურწუმიამ საგამოძიებო უწყებებს მიმართა. როგორც ის ამბობს, ვიღაც ადამიანები, სოციალურ ქსელებში მის სახელზე ყალბ გვერდებს ქმნიან და მოტყუებით ხალხს ფულს ძალავენ, რის გამოც მომღერალმა სამართალდამცავებს მიმართა.
თაღლითებმა ლელას ფეიკგვერდზე მომღერლისა და მამულიჩას ძველი ვიდეო გააზიარეს და ზემოდან გადააწერეს, რომ თითქოს ეს შოუბიზნესის წყვილი 5 ათას დოლარს ათამაშებს.
ლელა წურწუმია: – ადვილი არ არის ასე მალე გახვიდე კვალზე. ამას ერთი ადამიანი არ აკეთებს, ალბათ, ჯგუფი თაღლითობს. გაირკვევა ეს ყველაფერი. გამოძიებას ხელი რომ არ შეეშალოს, ამ ეტაპზე, მე არაფრის თქმა არ შემიძლია.
კიდევ ვიმეორებ, არ ენდოთ. ეს არის თაღლითების ჯგუფი. პირად მონაცემებზე წვდომის საშუალებას ნურავის აძლევთ! ყურადღებით იყავით. ამ ყველაფრის მერე, ჩემი ამდენი ლაივჩართვის და განცხადებების შემდეგ კიდევ მწერენ, ფულს ათამაშებო?
– როგორ ფიქრობ, ამგვარი “გათამაშებისთვის” რატომ აგირჩიეს შენ?
– პოპულარული ადამიანი ვარ. ალბათ, ჩემდამი საზოგადოების ნდობაც მეტია. მეტი დამაჯერებლობისთვის მე ამირჩიეს.










