“ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა, სოციალურ ქსელში, ანტივაქსერებს პოსტი მიუძღვნა. როგორც წერს, გასამხნევებლად.
ქეთი დევდარიანი: – მოკლედ, ანტივაქსერებს მინდა ცოტა მოვეფერო, თორემ მართლა ყველა მაგათ ერჩის. როგორც ყველა სფეროში, აქაც უმრავლესობის უფლებები შელახული და გადაჯეგილია.
მესმის თქვენი ირაციონალური შიშისა. მეც მეშინია თვითმფრინავის. ჩემი მეგობარი სულ სტატისტიკას მირტყამს ხოლმე თავში, ავიაკატასტროფაში მოყოლის დაბალ ალბათობაზე მელაპარაკება და ხანდახან მაკნინებს კიდეც, არ მგონია ეგეთი გამორჩეული იყო, რომ თვითმფრინავით გარდაიცვალოო.
მაგრამ! მაინც ვჯდები და მივეთრევი ხან სად და ხან – სად. რა ვქნა, აბა?! შიშის გამო არ ვნახო “პარიჟი?”











