თეა დარჩია კორონავირუსს ებრძვის. მოცეკვავეს სამშბათს სახსრების ტკივილი დაეწყო და საკუთარი სახლის ერთ ოთახში, მეუღლისგან და ოთხი შვილისგან, იზოლირდა.
როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, გრძნობს, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი ვირუსი. სვამს ნაკურთხ წყალს და კოვიდმდგომარეობას აღწერს.
თეა დარჩია: – როგორც კი სტუდია დავხურე და გამოვაცხადე, რომ აღდგომამდე გავჩერდეთ, ტაძარში ვიაროთ, სანთლები დავანთოთ და აღდგომის შემდეგ, ღია სივრცეში შევიკრიბოთ-მეთქი, იმ საღამოს დავწექი და დილისკენ სახსრების ბაბანი დამეწყო.
სახლში იზოლირებული ვარ, ჩემი უფროსი ქალიშვილი, მარიამი ოთახიდან არ მიშვებს, მივლის, ბავშვებს უვლის. მეუღლემ სტრესისგან იატაკის დაგება დაიწყო. ოცი წელია ვთხოვდი იატაკის გამოცვლას და მე რომ ავად გავხდი, ახლა აკეთებს. ეტყობა, თავისი თავი რომ გამოიყვანოს მდგომარეობიდან. ჩვენს უფროს ბიჭთან ერთად დგას და იატაკს აგებენ.
ხომ იცით, როგორც კი მხნეობას დაკარგავთ, უფრო მოგერევათ. იმდენი ხალხი მეფერება და მათ შორის ისეთებიც, არასდროს რომ არ მომფერებიან, ასე მგონია, მოვკვდი და სასუფეველში ვარ. ამდენი სითბო და სიყვარული ხომ ისედაც შეგვიძლია, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ. არაფერი და ვერაფერი ვერ მოგვერევა.
რაღაც მღრღნის… სისხლძარღვებში და უჯრედებში რომ რაღაც ხელოვნული მატრიცასავით დახოხავდეს, ასეთი შეგრძნება მაქვს. ფეხის თითებიდან იწყებს და ნელ-ნელა ამოდის, ტკივილი გადამდის მენჯ-ბარძაყში, მუცელში, მკერდში, ყელში, თავში და მერე გადის. თუ სუსტ წერტილს ვერ პოულობს, გადის ორგანიზმიდან. თუ პოულობს იბუდებს და იმ ადგილს უნდა მიეხედოს.
შეგრძნებების დონეზე გავიაზრე რაც არის ეს ვირუსი. ეტყობა, რომ “ხელოვნური ვინმეა”. ვირუსი, ტკივილი, ყველაფერი განმიცდია. ეს ვირუსი ბუნებრივ მოვლენას არ გავს…






